ქათმის ღვიძლის ღვეზელი – გემო ბავშვობიდან

ბავშვობიდან ყველას აქვს გამოყოლილი ბელიაშის, ჩებურეკისა და ხორციანი ღვეზელების გემო, რომლებიც ბურახის ან გაზიანი სასმელის თანხლებით კულინარიულ შედევრად გვესახებოდა. დღეს ბავშვობის გემოს გაგახსენებთ – უგემრიელესი ხორციანი ღვეზელების რეცეპტს გასწავლით.

ღვიძლის ღვეზელები

გულსართი ინგრედიენტები:

  • 1 კილოგრამი ქათმის ღვიძლი
  • 200 გრამი ხახვი
  • 1/2 ჩაის კოვზი მარილი
  • 1/ 4 ჩაის კოვზი დაფქული წიწაკა

ცომის ინგრედიენტები

  • 800 მილიგრამი წყალი
  • 1 კილოგრამი ფქვილი
  • 35 გრამი სველი საფუარი ან 10 გრამი – მშრალი
  • 35 გრამი შაქარი
  • 0.5 სუფრის კოვზი მარილი
  • 700 მილიგრამი ზეთი (ფრიტურისთვის)

მომზადების წესი

1. მოამზადეთ საშუალო ზომის ჯამი. თბილ წყალში გახსენით საფუარი და შაქარი. გააჩარეთ 10 – 15 წუთი

2. დაუმატეთ მარილი და ფქვილი. კარგად მოზილეთ.

3. ცომიან ჭურჭელს პოლიეთილენის პაკეტი დააფარეთ. 30-40 წუთით გააჩერეთ.

4. სანამ ცომი აფუვდება გულსართი მოამზადეთ. კარგად გარეცხეთ ქათმის ღვიძლი, შემდეგ გაატარეთ და ტაფაზე მოწვით.

5. გულსართს გახეხიული ან გატარებული ხახვი, მარილი და წიწაკა დაუმატეთ.

6. ახლა დროა ღვეზელის მომზადებას შევუდგეთ. ხელები ზეთში დაისველეთ, შემდეგ ცომის პატარა ნაწილი აღეთ.

7. ცომის ცენტრში ცოტაოდენი გულსართი მოათავსეთ და შეკარით.

8. გაცხელებულ ფრიტურში რამდენიმე მზა ღვეზელი მოათავსეთ. დიდი რაოდენობის ზეთში მომზადების გამო ღვეზელი გადატრიალებას არ საჭიროებს.

ღვეზელები უგემრიელესი გამოდის! აუცილებლად გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს და გაახსენეთ ბავშვობის გემო!