გუფთა ტომატის სოუსში: იდეალური ტკბილ-ჟავე შეჭამანდი

2492

ჩვენ მიჩვეული ვართ, ღორის ან ქათმის ხორცის ნაცვლად უმი ხორცის გუფთების გამოყენებას პირველ კერძებში. ზოგი ამ ხერხს ეკონომიის მიზნით მიმართავს, რადგან ფარში უფრო იაფი ღირს, ზოგი კი გემოვნებით ამატებს სუნელებს და კერძს განსაკუთრებულ გემოს სძენს. ამგვარად, წვნიანი მართლაც უგემრიელესი გამოდის. განსაკუთრებით, თუ გუფთა ტომატის სოუსშია.

გაეცანით გუფთის განსაკუთრებულ რეცეპტს და მოამზადეთ სიამოვნებით.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ძროხის ხორცი
  • 2 ს.კ. მანანის ბურღული
  • 50 გრ მაგარი ყველი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 2 კბილი ნიორი
  • 0,5 ჩ.კ. შავი პილპილი
  • ზეთი გემოვნებით
  • 1 ც ხახვი
  • 450 გრ დაკონსერვებული პომიდორი
  • 150 გრ გარგრის ჯემი
  • 2 ს.კ. ყავისფერი შაქარი
  • 1 ს.კ. ვუსტერის სოუსი
  • 1 ს.კ. მდოგვი
  • 1 მწიკვი წითელი პილპილი

მომზადება

1. გაახურეთ ღმელი 180 გრადუსამდე, დააფინეთ პერგამენტი საცხობ ფორმას.

2. ფარშს დაამატეთ დაჭრილი მწვანილი, ნიორი, გახეხილი ყველი, მანანის ბურღული, მარილი, პილპილი. კარგად მოურიეთ.

3. დააგუნდავეთ მასა, მოათავსეთ საცხობ ფორმაზე ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდნენ, წაუსვით სათითაოდ ზეთი და გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში.

4. გააცივეთ, დააწყვეთ საჭრელ დაფაზე და შედგით საყინულეში. ამგვარად, გუფთა 1 თვემდე ინახება.

5. დაჭერით ხახვი, მოთუშეთ ზეთში. დაამატეთ ვუსტერის სოუსი, მდოგვი, გარგრის ჯემი, შაქარი, პილპილი და ხარშეთ სანამ მასა არ შესქელდება. გააცივეთ, მოათავსეთ კონტეინერებში და შეინახეთ საყინულეში.

6. თუ გადაწყვეტთ კერძის მირთმევას, ჯერ გააცხელეთ სოუსი, შემდეგ მოათავსეთ მასში გუფთები და მოამზადეთ 20 წუთის განმავლობაში.

ასეთი სოუსი გამოგადგებათ კოტლეტებისთვის ან შემწვარი ხორცისთვისაც. მიირთვით კარტოფილის პიურესთან ერთად. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!