ამ რეცეპტით ბანანის ზეფირს პარტიებად ვამზადებ და ვყიდი. ნამდვილი შედევრია

345

Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ბანანის ზეფირის მარტივ და სწრაფ რეცეპტს, რომლითაც გემრიელ და სასარგებლო ტკბილეულს მიიღებთ. მაღაზიაში ნაყიდი ვერც შეედრება. ასეთი ტკბილეული ბავშვსაც უშიშრად შეგიძლიათ მისცეთ. მხოლოდ საკონდიტრო ტომარა და რამდენიმე მარტივი ინგრედიენტი დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები:

  • 150 გ ვაშლის პიურე
  • 150 გ ბანანის პიურე
  • 80 გ კვერცხის ცილა
  • 100 გ შაქარი

სიროფის ინგრედიენტები:

  • 300 გ შაქარი
  • 200 გ წყალი
  • 100 გ გლუკოზის სიროფი
  • 12 გ აგარ–აგარი
  • მწიკვი ლიმონმჟავა

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, ვაშლის პიურე მოამზადეთ. ამისთვის ღუმელში ან მიკროტალღურ ღუმელში გამოაცხვეთ. თუ ვაშლი გამოცხობამდე არ გაგითლიათ, პიურეს მისაღებად საცერში გახეხეთ.

2. ახლა ბანანის პიურე მოამზადეთ. ბანანის ნაჭრები დააბლენდერეთ. მწიფე ბანანი უფრო არომატული და გემრიელია, ამიტომ ასეთი ხილი შეარჩიეთ. ვაშლის და ბანანის პიურეები შეურიეთ.

3. პიურე და შაქარი აურიეთ. კვერცხის ცილა და ლიმონმჟავა დაუმატეთ. მყარი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.

4. სიროფის ინგრედიენტები ღრმა ტაფაში ჩაყარეთ. 110 გრადუსამდე ხარშეთ. სურვილისამებრ, ყვითელი საღებავი დაუმატეთ, რომ უფრო ნაჯერი ფერი მიიღოთ. სქელი და წელვადი სიროფის მიღებამდე ხარშეთ. ადუღებიდან 5 წუთით ხარშვა დასჭირდება.

5. სიროფი და ზეფირის მასა აურიეთ. სიროფი წვრილ–წვრილად ჩაასხით. 3 წუთით მაღალ სიჩქარეზე მიქსერით ათქვიფეთ. სქელი მასა უნდა მიიღოთ, რომლითაც სტაბილური ფორმები გამოვა.

6. ზედაპირზე, სადაც ზეფირებს დააწყობთ, პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. ტომარას სასურველი ფორმის საცმი გაუკეთეთ, ზეფირის მასა ჩაასხით და ფორმები გამოიყვანეთ. 15 წუთში შეამოწმეთ. თუ ზედაპირს ადვილად აძრობთ, ყველაფერი სწორად გააკეთეთ.

7. 8-12 საათით გააჩერეთ, შემდეგ შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით!

რეცეპტით ექსპერიმენტები შეგიძლიათ ჩაატაროთ. კლასიკური ვარიანტი ვანილით, მოცხარის პიურეთი ან ლავანდით საოცრად გემრიელი გამოდის. ყავაზე ან კაკაოზე მისაყოლებლად საუკეთესო ტკბილეულია, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ!