ქათმის ღვიძლისა და ქამა სოკოს ბიფსტროგანოვი – ნოყიერი და გემრიელი კერძი სადილად ან ვახშმად

3302

ბიფსტროგანოვი – კლასიკაა. ბევრისთვის ეს კერძი ცნობილია როგორც საქონლის ხორცის. თუმცა, მას მერე რაც ის გამოიგონეს, გაჩნდა უამრავი ინტერპრეტაცია ახალი ინგრედიენტებით. დღეს დადგა ქათმის ღვიძლის რიგი. აღმოჩნდა, რომ ქათმის ღვიძლი სოკოსთან არაჟნის სოუსში – წარმოუდგენლად გემრიელი შეხამებაა. საყვარელი სანელებლების დამატებით კი ეს კერძი მათთვისაც მადისაღმძვრელია, ვისაც ღვიძლი არ უყვარს.

ინგრედიენტები

  • 450 გრ ქათმის ღვიძლი
  • 1 თავი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 200 გრ არაჟანი
  • 2 ს.კ. კარაქი
  • 5-7ც ქამა-სოკო
  • 1-2 ს.კ. ხორბლის ფქვილი
  • წითელი და შავი პილპილი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით ხახვი და ნიორი, მოთუშეთ ზეთში.

2. დაამატეთ დაჭრილი ქამა სოკო, მოთუშეთ 5 წუთის განმავლობაში, დაამატეთ მარილი და პილპილი.

3. დაამატეთ დაჭრილი ღვიძლი, ფქვილი და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 5-7 წუთი.

4. დაასხით არაჟანი და თუშეთ კიდევ 10 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე.

5. მოაყარეთ მწვანილი, მოურიეთ.

მზა კერძი შეგიძლიათ მიირთვათ ბრინჯის ან კარტოფილის გარნირით – ძალიან გემრიელი იქნება. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!