როგორ მოვამზადოთ ნამცხვარი “ბუბლალინა” გარგარით

987

ბუბლანინა ტრადიციული ჩეხური ნამცხვარია, რომელიც “შარლოტას” მოგაგონებთ, მაგრამ ჩემი აზრით, მასზე გაცილებით გემრიელია. მე ამ ნამცხვარს ნაღებით ვამზადებ, შიგთავსად კი გარგარს ვიყენებ, მაგრამ თქვენ ნებისმიერი სხვა თქვენთვის საყვარელი ხილი გამოიყენოთ.


გემრიელი ნამცხვარი გარგარით

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ “ბუბლანინა” გარგარის შიგთავსით. ეს ნამცხვარი ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება, ამიტომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მისი მომზადება.

ინგრედიენტები

  • 12 ც გარგარი
  • 3 ც კვერცხი
  • 150 გრ შაქარი
  • 250 მლ ნაღები
  • 300 გრ ხორბლის ფხვილი
  • 7 გრ გამაფხვიერებელი
  • მწიკვით მარილი

მომზადების წესი

1. ღრმა თასში მიქსერით ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი.

2. თქვეფის პროცესში თანდათან დაუმატეთ ნაღები. შემდეგ დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი და კოვზით ან სამზარეულოს ნიჩბით მოურიეთ.

3. გარეცხეთ გარგარი, გამოაცალეთ კურკები და დაჭერით 4 ნაწილად.

4. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, შემდეგ კი მასში ცომი გადაიტანეთ. სამზარეულოს ნიჩბით ცომი მთელს სივრცეზე თანაბრად გადაანაწილეთ და ზემოდან დაჭრილი გარგარი დაალაგეთ.

5. მოათავსეთ ნამცხვარი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და გამოაცხვეთ დაახლოებით 25-30 წუთის განმავლობაში. მზა ნამცხვარი გააცივეთ და სურვილისამებრ ზემოდან შაქრის პუდრი მოაყარეთ.

სულ ესაა, ჩეხური შარლოტა მზადაა. გემრიელად მიირთვით!