ქათმის ფრთების მომზადების 10 ვარიანტი

ხელმისაწვდომი ფასი, არაჩვეულებრივი გემო, მომზადების სიმარტივე – ეს ყველაფერი ქათმის ფრთებს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ საკვებ პროდუქტად აქცევს. მისი მომზადების უამრავი რეცეპტი და საშუალება არსებობს, მისგან ამზადებენ პირველ და მეორე კერძებს, იყენებნ სალათებსა და ცხელ კერძებში. მათ თუშავენ, ხარშავენ და წვავენ გრილზე და ქურაში. მის მოსამზადებლად ბევრი სხვადასხვა სოუსი და მარინადი გამოიყენება.

ქათმის ფრთებს ძალიან უხდება სხვადასხვა სანელებლები და სუნელები. მათი აღჩევანი ძალიან მრავალფეროვანია: ქარი, როზმარინი, სალბი, კოჭა, წიწაკის ყველა სახეობა და ბევრი სხვა. დღევანდელ სტატიაში ქათმის ფრთების მომზადების 10 რეცეპტს შემოგთავაზებთ ყველა ტიპის გემოვნებისთვის.

1. ქათმის ფრთები კარტოფილით

ინგრედიენტები

  • 800 გრამი ფრთები
  • 500 გრამი კარტოფილი
  • გამოსაცხობი ფორმა

მარინადის ინგრედიენტები

  • 1 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • 0.5 ჩაის კოვზი მდოგვი
  • 2 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
  • მარილი, წიწაკა, ნიორი და ქარი გემოვნებით

მომზადების წესი

1. მაიონეზით, მდოგვითა და სოიოს სოუსით მარინადი მოამზადეთ
2. კარტოფილი და ფრთები მარინადში მოათავსეთ და 3 საათით გააჩერეთ
3. ყველაფერი ზეთმოსმულ ფორმაში მოათავსეთ და 220 გრადუს ტემპერატურაზე 40 წუთით აცხვეთ

2. სოიოსა და მდოგვის სოუსში გამომცხვარი ფრთები

ინგრედიენტები

  • 700 გრამი ქათმის ფრთები
  • 2 სუფრის კოვზი მდოგვი
  • 2 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • 2 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 სუფრის კოვზი ხმელი სუნელი

მომზადების წესი:

1. სოიოს სოუსი, მდოგვი, ხმელი სუნელი და დაჭყლეტილი ნიორი ერთმანეთში აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
2. გარეხილი და გამშრალი ფრთები მომზადებულ მარინადში ჩადეთ და 2-3 საათით მაცივარში შედგით.
3. ფრთები ჟარუნაზე მოათავსეთ და 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში 20-30 წუთი აცხვეთ.

3. ქათმის ფრთები კლიარში

კლიარი (ფრ. clair – თხევადი) თხელი ცომი რომელიც პროდუქტებიშ შეწვამდე ამოსავლებად გამოიყენება.

ინგრედიენტები

  • 6 ცალი ქათმის ფრთა
  • 3 ცალი კვერცხი
  • 50 გრამი ფქვილი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. მოამზადეთ კლიარი ფქვილის, კვერცხის, მარილისა და წიწაკისგან
2. გაჭერით ფრთები ორ ნაწილად, წაუსვით მარილი და წიწაკა
3. ფრთა კლიარში ამოავლეთ ორივე მხრიდან.
4. მოათავსეთ გაცხელებულ, ზეთიან ტაფაზე
5. ფრთები ორივე მხრიდან კარგად შეწვით, ბევრ ზეთში, დაბალ ცეცხლზე.

4. პიკანტური ფრთები

ინგრედიენტები

  • 20 ცალი ქათმის ფრთა
  • 4 კბილი ნიორი
  • 0.5 ჭიქა სოიოს სოუსი
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • 1-2 სუფრის კოვზი პაპრიკა
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. კარგად გარეცხეთ ფრთები და ქაღალდის ხელსახოცებზე გააშრეთ
2. დაჭყლიტეთ ნიორი
3. ფრთებს ლიმონის წვენი, პაპრიკა, ნიორი, მარილი, წიწაკა და სოიოს სოუსი წაუსვით.
4. კარგად შეაზილეთ ნარევი და 2-3 საათით გააჩერეთ
5. ფრთები კარგად გახურებულ ნახშირზე უნდა შეწვათ. ძალიან გემრიელი ქათმის ფრთები გამოდის.

5. ქათმის ფრთები ყველი პარმეზანით

ინგრედიენტები

  • 3 ლიტრი ცივი წყალი
  • 1/4 ჭიქა მარილი
  • 1 ცალი დაფნის ფოთოლი
  • 1 ჩაის კოვზი გამხმარი ბეგქონდარა
  • 1 ჩაის კოვზი ორეგანო
  • 1 ჩაის კოვზი გამხმარი როზმარინი
  • 1.5-2 კგ ქათმის ფრთები
  • 8-10 კბილი ნიორი
  • 3-4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი ახალგამოწურული შავი პილპილი
  • 2 ჩაის კოვზი წითელი წიწაკა
  • 2 სუფრის კოვზი საფანელი
  • 1 ჭიქა წვრილად გახეხილი პარმეზანი
  • 70-80 გრამი ბალზამირებული ძმარი

მომზადების წესი:

1. ჩაასხით წყალი დიდი მოცულობის ქვაბში. დაუმატეთ ძმარი, მარილი, დაფნის ფოთოლი, ბეგქონდარა, ორეგანო, როზმარინი და მიიყვენთ ადუღებამდე. ჩაალაგეთ ფრთები და წყლის ადუღებიდან 15 წუთის მანძილზე ხარშეთ.
2. ქათმის ფრთები ამოიღეთ ქვაბიდან და ბადეზე დაალაგეთ. აცადეთ გაგრილება და გაშრობა.
3. მარილი და ნიორი დანაყეთ.
4. დიდ ჯამში მოათავსეთ და ერთმანეთში გადაურიეთ ნიორი, ზეითუნის ზეთი, შავი და წითელი წიწაკა.
5. ფრთები მიღებულ მარინადში მოათავსეთ, დააყარეთ საფანელი და კარგად მოურიეთ. ახლა კი 1/2 ჭიქა პარმეზანი დაუმატეთ.
6. ქათმის ფრთები ჟარუნაზე მოათავსეთ, წაუსვით ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ დარჩენილი პარმეზანი.
7. აცხვეთ 230 გრადუსზე გაცხელებული ღუმელის ცენტრალურ ნაწილში – 20-25 წუთის განმავლობაში.

6. ქათმის ფრთები ლიმონის სიროფში

ინგრედიენტები

  • 500 გრამი ქათმის ფრთები
  • 200 გრამი შაქრის ფხვნილი
  • 500 მილიგრამი წყალი
  • 3 ცალი ლიმონი
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. მოამზადეთ შაქრის სიროფი. დაუმატეთ ორ აწილად გაჭრილი ლიმონი და 20 წუთით ხარშეთ.
2. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე
3. ფრთებს წიწაკა წაუსვით, მოათავსეთ საცხობ ფორმაში და სიროფი მოასხით – ლიმონთან ერთდ.
4. აცხვეთ 35-40 წუთი

7. ქათმის ფრთების მწვადი

ინგრედიენტები

  • 15 ცალი ფრთა
  • 1 დიდი პომიდორი
  • 1 ცალი ხახვი
  • 1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 კონა კამა
  • 2 მწიკვი დარიჩინი
  • 2-3 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • სოიოს სოუსი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ქათმის ფრთებს წვრილად დაჭრილი პომიდორი (კანის გარეშე), ხახვი, ბულგარული წიწაკა და მწვანილი მოაყარეთ
2. მოაყარეთ ორი მწიკვი კორიანდრი, დარიჩინი, ორი კოვზი მაიონეზი და მოასხით სოიოს სოუსი.
3. ყველაფერს კარგად აურიეთ ხელით
4. დაახურეთ თავი და 2 საათით გააჩერეთ
5. დამარინადებული ფრთები ბადეზე დაალაგეთ
6. ნახშირი ზედმეტად ცხელი არ უნდა იყოს, თორემ ქათამი დაიწვება
7. არ დაგავიწყდეთ ბადის გადატრიალება – ასე ფრთები ყველა მხრიდან შეიწვებიან. იმისთვის, რომ ხორცი სწრაფად მომზადდეს, ყველა მხრიდან ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ.

8. ქათმის ფრთები ნიორით

ინგრდიენტები

  • 1 კილოგრამი ქათმის ფრთები
  • 1 სუფრის კოვზი ღვინის ძმარი
  • 1 ცალი ხახვი
  • 6 კბილი ნიორი
  • 2 დაჭრილი წიწაკა ჩილი
  • 1 სუფრის კოვზი დაფქული ტკბილი პაპრიკა
  • 1 ჩაის კოვზი დაფქული მწარე წიწაკა
  • 60 მილიგრამი ზეითუნის ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი ორეგანო
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. ფრთებს ბოლოები წააჭერით და გადაყარეთ. გაჭერით ფრთა ორ ნაწილად, შეაზავეთ მარილით
2. დაჭერითი ხახვი წვრილ ნახევარ რგოლებად
3. მოამზადეთ მარინადი: აურიეთ ძმარი, ზეითუნის ზეთი ხახვი, ნიორი, წიწაკა ჩილი, პაპრიკა და ორეგანო
4. ფრთები მარინადთან აურიეთ. დაახურეთ თავი და მაცივარში შედგით 3 საათით
5. ფრთები ჟარუნაზე მოათავსეთ მარინადთან ერთად – ერთ ფენად
6. აცხვეთ 180-190 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში, 40-50 წუთით

9. ქათმის ფრთები თაფლის სოუსში

  • 500 გრამი ფრთები
  • 60 გრამი თაფლი
  • 140 გრამი სოიოს სოუსი
  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • 20 გრამი კოჭა
  • 10 გრამი კარის ფხვნილი
  • მარილი გემოვნებით
  • 70 მილიგრამი მცენარეული ზეთი

მომზადების წესი

1. გადაურიეთ ყველა ინგრედიენტი და მიღებული მარინადი ფრთებს მოასხით
2. გააჩერეთ 1 საათით – გრილ ადგილას
3. აიღეთ ფართო ტაფა, დაასხით მასზე ზეთი და ფრთები მოათავსეთ
4. შეწვით ფრთები ყველა მხრიდან
5. შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ, დაასხით მორჩენილი მარინადი, დაახურეთ თავსახური და დაახლოებით 15 წუთი თუშეთ.

10. ქათმის ფრთები ლუდში

ინგრედიენტები

  • 6 კბილი ნიორი
  • 10 გრამი ქარის ფხვნილი
  • 10 გრამი მარილი
  • 1 კილოგრამი ქათმის ფრთები
  • 1.5 ლიტრი ღია ფერის ლუდი

მომზადების წესი

1. ბლენდერში ნიორი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აბლენდერეთ, დაუმატეთ კქარრი და მარილი
2. გარეცხეთ და დაჭერით ფრთები. წაუსვით მიღებული პასტა
3. ფრთები 1 საათით გრილ ადგილას გააჩერეთ
4. ფრთები ჟარუნაზე დაალაგეთ და ლუდი მოასხით
5. შედგით წინასწარ 220 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში, 40 წუთით
6. მომზადების შემდეგ ფრთები რღმა თეფშზე მოათავსეთ და ცხობის შემდეგ მიღებული სოუსი მოასხით