ქათმის სალათები, რეცეპტების კრებული, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ

3588
Caesar salad with croutons, quail eggs, cherry tomatoes and grilled chicken on rustic table

ქათმის სალათები უკვე დიდი ხანია მტკიცედ დამკვიდდრდა, რუსული კულინარიული რეიტინგის სათავეში. გავიხსენოთ სალათი “ცეზარი” მის გრეშე რთულია წარმოვიდგინოთ, ჩვენი კვების რაციონი. ჩვენ ამ კერძს ვხვდებით ძვირადღირებულ რესტორნებში, კაფეებსა და ბაერებშიც.

ეს სალათი დიასახლისებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ქათმის ხორცი ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება, ასევე ხელმისაწვდომია და ძალიან უხდება სხვა პროდუქტებსაც: ბოსტნეულს, ხილს, ყველს, სოკოს და თხილს.

ბევრს ძალიან უყვარს ქათმის დიეტური სალათები, რადგან ის თავისი კვებითი ღირებულებების მიუხედავად არ ახდენს გავლენას სხეულზე და ფიგურაზე. ამ კუტხით უცხიმო ქათმის ფილე შეუცვლელია.

სწორედაც, რომ ქათმით გამოდის საუცხოო სალათები! ჩვენი რედაქცია გთავაზობთ 12 საუკეთესო რეცეპტს.

ძალიან გემრიელი სალათი ქათმით

ქათმის სალათის საუკეთესო გემო მიიღება არა მოხარშული, არამედ წინასწარ შეკაზმული გრილზე ან ფოლგაში გამომცხვარი ქათმისაგან.

ამ მეთოდით მომზადებული ქათმის ფილე იძენს საოცარ არომატს, ხდება ნაზი და წყლიანი. ასეთი ხორცით მომზადებული სალათი, რათქმაუნდა საუცხოოა.

ქათმის სალათი “ცეზარი”

დიდი მსგავსების მიუხედავად სალათის სახელი არ უკავშირდება რომის იმპერატორს. მსოფლიოში ცნობილი სალათი “ცეზარი” შეიქმნა მექსიკაში იტალიელი იმპერატორის ცეზარ კარდინის მიერ.

ეს მოხდა 1924 წელს მქსიკურ ტიხუანში, სადაც კარდინი იყო შეფ მზარეული ერთ-ერთ რესტორანში. ლეგენდის თანახმად, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს რესტორენში იყო იმდენი სტუმარი, რომ სამზარეულოში დამთავრდა პროდუქტები.

ამის სემდეგ კარდინმა დაიწყო იმპროვიზაცია და დაიწყო კერძის მომზადება ნარჩენი პროდუქტებისაგან. ასე შეიქმნა ერთ-ერთი საუკეთესო სალათის რეცეპტი. დღეს თანამედროვე სამზარეულოში ყველა მზარეული “ცეზარს” ამზადებს თავისებურად.

მის მოსამზადებლად იყენებენ ხორცს (ბეკონი, ლორი, ქათამი, ინდაური,) და ასევე ზღვის პროდუქტებსაც (ქაშაყის ფილე, კრევეტი, ანჩოუსი,). მოვამზადოთ ორიგინალის მსგავსი სალთი ‘ცეზარი” ქათმითა და პომიდორით.

სალათის ინგრედიენტები

  • 400გ ქათმის ფილე
  • 200გ პომიდორი ჩერი
  • 150გ პარმეზანი
  • 5-6 მწყერის კვერცხი
  • 1 თავი სალათის ფურცელი
  • 100გ ორცხობილა
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

სოუსის ინგრედიენტები

  • 2 ცალი ქათმის კვერცხი
  • 50მლ ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩაის კოვზი მდოგვი
  • 2 სუფრის კოვზი ლაიმის (ლიმონი) წვენი
  • 3 კბილი ნიორი
  • 80გ პარმეზანი

მომზადება

1.ბლენდერით ათქვიფეთ ქათმის კვერცხი, გამოწურეთ ლაიმი და ნოირი. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, წვრილად გახეხილი ყველი და მდოგვი.

2.მთლიანი მასა ათქვიფეთ ერთგვაროვნებამდე.

3.ქათმის ფილე დაჭერით გრძლად, თითოეულ მათგანს მოაყარეთ მარილი და წიწაკა, შეწვით მათ გაყავისფრებამდე. დაჭერით ერთნაერ ნაჭრებად.

4.შუაზე გაჭერით პომიდორი და მოხარშული მწყერის კვერცხი. გამოარჩიეთ სალათის ფურცლები. გახეხეთ პარმეზანი.

5.ეს სალათი იმსახურებს განსხვავებულ გაფორმებას. თეფშზე მოათავსეთ სალათის ფურცელი, ცენტრში ქათმის ფილე, ხოლო გვერდებზე – პომიდორი და კვერცხი.

6.ყველი და ორცხობილა მოაყარეთ ზემოდან.

7.მოასხით მომზადებული სოუსი.

8.გემრიელად მიირთვით!

სალათი პეკინის კომბოსტოთი, ქათმის ფილეთი და ორცხობილით

ეს არის ერთ-ერთი სალათ”ცეზარის” შეცვლილი ვარიანტი პეკინური კომბოსტოთი. ყველა სახეობას შორის პეკინური კომბოსტო – ყველაზე წვნიანია. ხოლო ხრაშუნებს შორის ყველაზე რბილია. ექიმები ამ კერძს ძალიან დიდ რეკომენდაციას უწევენ განსაკუთრებით მათთვის ვისაც აწუხებს დიაბეტი და გული.

ინგრედიენტები

  • 1 თავი პეკინური კომბოსტო
  • 1 ქათმის ფილე
  • 1 ხახვი (სურვილის მიხედვით)
  • 1 ქილა დაკონსერვებული სიმინდი
  • 1-2 ოხრახუშის ყლორტი
  • ზეითუნის ზეთი ან მაიონეზი გემოვნებით
  • ლიმონის წვენი ან ბალზამირებული ძმარი გემოვნებით
  • ორცხობილა გემოვნებით
  • მარილი, ორეგანო, შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.დაჭერით კომბოსტო წვრილად.

2.გამრვალი ქათმის ფილე ცოტა დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი დაწიწაკა. ქათმის ფილე შეწვიტ გრილზე ან ტაფაზე.

3.წვრილად დაჭერით ხახვი და ოხრახუში.

4.დიდ სასალათეში ერთმანეთს დაუმატეთ პეკინური კომბოსტო, დაკონსერვებული სიმინდი, დაწრილი ოხრახუში და ორცხობილა თეთრი პურისაგან.

5.დაამარილეთ და დაუმატეთ 1-2 მწიკვი ორეგანო. ყველა ინგრედიენტს კარგად მოურიეთ.

6.გაგრილებული ქათმის ფილე დაჭერით საშუალო კუბიკებად და დაუმატეთ სალათს.

7.სალათს სეგიძლიათ მოასხათ ზეიტუნის ზეთი ან ლიმონის წვენი. ასევე წვენის ნაცვლად შეგიძლაიათ გამოიყენოთ რამდენიმე წვეთი ბალზამირებული ძმარი და კარგად მოურიოთ.

8.გემრიელად მიირთვით!

სალათი ყურძნითა და ქათმით

ინგრედიენტები 2 ულუფისათვის

  • 200გ მოხარშული ქათმის ფილე
  • 150გ ყურძენი
  • 100გ ნიგოზი
  • 150გ სალათის ფურცელი
  • 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1-1,5 სუფრის კოვზი მდოგვი
  • 1 სუფრის წვენი ლიმონის წვენი
  • 100გ იოგურტი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.მოხარშეთ ქათმის ფილე და დაჭერით საშუალო ნაჭრებად.

2.გარეცხეთ ყურძენი, ნიგოზი დაჭერით წვრილად. გარეცხეთ სალათის ფურცელი და დაჭერით.

3.ფიტნეს-მაიონეზის მოსამზდებლად ერთმანეთს აურიეთ ზეიტუნის ზეთი, მდოგვი, ლიმონის წვენი და იოგურტი. ამ ინგრედიენტების რაოდენობა შეგიძლიათ დაარეგულიროთ გემოვნებით.

4.შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და დაუმატეთ სოუსი. შეგიძლიათ სალათს მოაყაროთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.

სალათი “ფრანგი საყვარელი” ქათმით და ფორთოხლით

იმის ხარჯზე, რომ სალათში ერთმანეთს ერწყმის, რამდენიმე სახეობის გემო – მარილიანი, მწარე და ტკბილი, ის გამოდის პიკანტური და იმდენად უცნაური, რომ მისი გემოს დავიწყება ძალიან რთულია. ალბათ მისი გემოდან გამომდინარეობს სახელიც.

ინგრედიენტები

  • 300გ მოხარშული ქათმის ფილე
  • 50გ ყველი
  • 1 ჭიქა ქიშმიში
  • 1-2 სტაფილო
  • 1 ჭიქა ნიგოზი
  • 1 ფორთოხალი
  • მაიონეზი ან არაჟანი გემოვნებით

ხახვის დასამწნილებელი ინგრედიენტები

  • 2 ხახვი
  • 50-70მლ წყალი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 ჩაის კოვზი ძმარი

მომზადება

1.მოხარშული (ან შებოლილი) ქათამი გააგრილეთ და დაჭერით წვრილად. ან აწეწეთ ხელით.

2.მოამზადეთ მარინადი, ამისათვის დაგჭირდებათ წყალი, ძმარი, შაქარი და მარილი.

3.დაჭერით ხახვი, მოათავსეთ მარინადში და მოურიეთ. დატოვეთ მარინადში 30 წუთით.

4.სტაფილო გათალეთ და გახეხეთ საშუალო სისქეზე.

5.დანით წვრილად დაჭერით ღუმელში გამომშრალი ნიგოზი.

6.ქიშმიშს 10 წუთით დაასხით ცხელი წყალი. გადაასხით წყალი და გააგრილეთ ქიშმიში.

7.საშუალო სახეხზე გახეხეთ ყველი.

8.მას შემდეგ, რაც ყველა ინგრედიენტი მზად არის, შეგვიძლია დავიწყოთ სალათის აწყობა. თავიდანვე გეტყვით, რომ არ არის აუცილებელი აწყობისას მიჰყვეთ ამ თანმიმდევრობას. შეგიძლიათ თქვენ გემოვნებას მიენდოთ.

9.პლასტმასის სასალათეში ჩააფინეთ საკვებისათვის უსაფრთხო პაკეტი. პირველ რიგში მოათავსეთ ნიგოზი.

10.პირველ ფენას წაუსვით მაიონეზი. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი.

11.შემდეგ მოათავსეთ გახეხილი სტაფილო, დაამარილეთ და წაუსვით მაიონეზი.

12.შემდეგ მოათავსეთ დაორთქლილი ქიშმიში.

13.სალათზე მოათავსეთ ერთი ფენა დამწნილებული ხახვი და მასაც წაუსვით მაიონეზი. თუ გაქვთ დრო საათი გააგრილეთ 1 საათის განმავლობაში.

14.მზა ქათმის სალათი გადმოაბრუნეთ ბრტყელ თეფშზე. ზემოდან გააფორმეთ დაჭრილი ფორთოხლით.

15.სალათი ქათმითა და ფორთოხლით მზად არის. გემრიელად მიირთვით!

ვენის სალათი ბრინჯითა და ბულგარულით

ინგრედიენტები

  • 400გ ქათმის ფილე
  • ქინძი
  • ნიახური
  • 200გ მზა ბრინჯი
  • 2 ცალი დიდი ბულგარული წიწაკა
  • 2 მანდარინი
  • სოუსი კარი გემოვნებით

მომზადება

1.გათალეთ და დაჭერით ბულგარული წიწაკა და ნიახური.

2.გაფრცქვენით მანდარინი და დაჭერით კუბიკებად.

3.მოხარშეთ ბრინჯი და სალათს დაუმატეთ ქინძი.

4.დაჭერით ფილე და სალათს მოასხით კარის სპუსი.

5.გემრიელად მიირთვით!

სალათი “ქალის წუწუნი” ქლიავით, ქათმით და ყველით

ინგრედიენტები

  • 100გ შავი ქლიავი
  • 400გ ქათმის ფილე
  • 4 კვერცხი
  • 200გ კიტრი
  • 100გ ყველი
  • 180გ მაიონეზი

მომზადება

1.მოხარშეთ ქათმის ფილე და კვერცხი.

2.შავ ქლიავს 10 წუთით დაასხით ცხელი წყალი.

3.გრძლად დაჭერით კიტრი, ხოლო ქათამი და კვერცხი კუბიკებად.

4.წვრილად გახეხეთ ყველი.

5.დაორტქლილი შავი ქლიავი დაჭერით წვრილად.

6.კერძი მოათავსეთ კულინარიულ წრეში და დაიწყეთ სალათის ფენებად დალაგება. თანმიმდევრობით: ქათამი, მაიონეზი, კიტრი, მაიონეზი, კვერცხი, მაიონეზი, შავი ქლიავის ნაწილი, გახეხილი ყველი და ზემოდან მოაყარეთ ქლიავის ნაჭრები სილამაზისთვის.

7.სალათი 1 საათით შეინახეთ მაცივარში.

8.გემრიელად მიირთვით!

სალათი”დედაქალაქი” შებოლილი ქათმით

ითვლება, რომ ამ ცნობილი სალათის შემქმნელია ივან მიხაელოვიჩი ივანოვი – რესტორანი “მოსკოვის” შეფ პოვარი. მან ცვლილებები შეიტანა ფრანგულ ოლივიეში, შეცვალა კაპერსი, ზეთისხილი, ჭრაქი და წითელი ხიზილალა მოხარშული ფრინველის ხორცზე, მწნილი კიტრი კი ბარდით.

ინგრედიენტები

  • 300გ შებოლილი ქათმის ხორცი
  • 200გ მოხარშული კარტოფილი
  • 100გ სტაფილო
  • 50გ კიტრი
  • 100გ მწნილი კიტრი
  • 100გ ბარდა
  • 150გ მაიონეზი
  • 3 ცალი მოხარშული კვერცხი
  • ქინძი, ოხრახუში და კამა გემოვნებით

მომზადება

1.პროფესიონალი მზარეული ქათამს ბოლავს შესაბამის დანადგარში, მაგრამ ტქვენ შეგიძლიათ უფრო მარტივად მოიქცეთ. მთავარია, რომ თქვენ მიიღოთ შებოლილი ქათამი, რომელიც უნდა დაჭრათ საშუალო კუბიკებად.

2.კარტოფილი მოხარშეთ საშუალო დონეზე. მოხარშვის შემდრგ გაფრცქვენით: ამ მეთოდით უფრო გემრიელი გამოდის. კარტოფილი დაჭერით კუბიკებად. ზუსტად იგივე ქმედება გაიმეორეთ სტაფილოზე, კვერცხზე და ორივე ტიპის კიტრზე.

3.ყველაფერ ამას დაუმატეთ ბარდა და მაიონეზი, რომელიც ძალიან მარტივი მოსამზადებელია: მდოგვს დაუმატეთ მარილი და დაქუცმზცებული კვერცხის გული, თანდათანობით მოასხით ზეითუნის ზეთი, ათქვიფეთ სათქვეფით ან მიქსერით.

სალათი ქათმით და დამწნილებული სოკოთი

ინგრედიენტები

  • 300გ ქათმის ხორცი
  • 300გ მწნილი შამპინიონი
  • 250გ კარტოფილი
  • 30გ ყველი
  • 100გ მაიონეზი
  • 5 კვერცხი
  • მწვანე ხახვი
  • კამა
  • მარილი გემოვნებით
  • კენკრა ან ბროწეული

მომზადება

1.მოხარშეთ და წვრილ კუბიკებად დაჭერით ქათმის ხორცი.

2.მოხარშეთ კვერცხი და კარტოფილი. წვრილად გახეხეთ კარტოფილი. ცილა და გული ცალცალკე გახეხეთ წვრილად. მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად, ხოლო სოკო კი კუბიკებად.

3.დაიწყეთ სალათის აწყობა. შეგიძლიათ გამოიყენოთ კულინარიული წრე ან უბრალო სასალათე. პირველ ფენად მოათავსეთ კარტოფილი, მოასწორეთ და დატკეპნეთ, შეგიძლიათ დაამარილოთ. შემდეგ ფენად მოასხით მაიონეზი.

4.შემდეგი ფენა – მწვანე ხახვი, შემდეგ კი სოკო. მოასხით მაიონეზი.

5.შემდეგ მოდის კვერცხის გულის ფენა, შემდეგ კი ქათმის ხორცი. კარგად მოასწორეთ და დატკეპნეთ, წაუსვით მაიონეზი. ზემოდან მოატავსეთ ცილა და გახეხილი ყველი. სალათი შეინახეთ მაცივარში 1-2 საათით.

6.გამოიღეთ სალათი მაცივრიდან, მოხსენით ფორმა, ზემოდან მოაყარეთ კამა და კენკრა. შეგიძლიათ თამამად გაიტანოთ სუფრაზე.

სალათი ავოკადოთი, ქათმით და ბულგარული წიწაკით

ორი ნეიტრალური და ძალიან სასარგებლო პროდუქტი – ქათამი და ავოკადო – ერთდებიან ტკბილი, წვნიანი წიწაკისა და ფორთოხლის დამსახურებით.

ინგრედიენტები

  • 1 ავოკადო
  • 250გ ქათმის ფილე
  • 2 ბულგარული წიწაკა
  • 1 ფორთოხალი
  • ოხრახუში
  • 2-4 სალათის ფურცელი

სოუსის ინგრედიენტები

  • 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩაის კოვზი თაფლი

მომზადება

1.მოხარშეთ ქათმის ფილე და დაჭერით კუბიკებად.

2.ავოკადოც დაწერით კუბიკებად და მოასხით ლიმონის წვენი (ან ლაიმის წვენი), რათა ის არ გამუქდეს.

3.ბულგარული წიწაკა გაასუფთავეთ და დაჭერით გრძლად.

4.ფორთოხალი გათალეთ, გაასუფრთავეთ და დაჭერით კუბიკებად.

5.დაჭერით ოხრახუში.

6.მიქსერით ათქვიფეთ ლიმონის წვენი, თაფლი, ზეითუნის ზეთი, მარილი და შავი წიწაკა.

7.თეფშზე მოატავსეთ 1-2 სალათის ფურცელი და ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი ინგრედიენტები.

8.სალათს მოასხით სოუსი და ფრთხილად მოურიეთ.

სალათი კიტრით, ბლინითა და ქათმით

ინგრედიენტები ბლინებისათვის

  • 2 კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი რძე
  • 1 სუფრის კოვზი ფქვილი
  • მწიკვი მარილი
  • მცენარეული ზეთი

სალათის ინგრედიენტები

  • 250გ მოხარშული ქათმის ფილე
  • 1 კიტრი
  • 1 ხახვი
  • 1 სუფრის კოვზი ძმარი 9%
  • მაიონეზი გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადება

1.ორ კვერცხს დაუმატეთ მარილი და რძე. ათქვიფეთ ხელის სათქვეფით.

2.დაუმატეთ ფქვილი და მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მირებამდე.

3.ტაფას წაუსვით ზეთი და მიღებული ცომისაგან გამოაცხვეთ ბლნები.

4.ხახვი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით. შეწვით ზეთზე მანამ, სანამ არ გახდება ნახევრად გაჭირვალე.

5.გრძლად დაჭერით ქათმის ფილე, კიტრი და ბლინები. ცოცხალი კიტრი შეგიძლიათ შეცვალოთ მწნილი კიტრით.

6.სალათი დაალაგეთ ფენებად:ხახვი, ნახევარი ხორცი და მაიონეზი, ნახევარი კიტრი, ნახევარი ბლინი და მაიონეზი.

7.და გაიმეორეთ:დარცენილი ნაწილი ხორცი და მაიონეზი, დარჩენილი ნაწილი კიტრი, დარჩენილი ნაწილი ბლინი და მაიონეზი.

8.სალათი ქათმით მზად არის. გააფორმეთ მწვანილით და დააგემოვნეთ.

9.გემრიელად მიირთვით!

სალათი შებოლილი ქათმითა და დამწნილებული კიტრით

ინგრედიენტები

  • 0,5 შებოლილი ქათმის ფილე
  • 200გ დამწნილებული სოკო
  • 250გ დამწნილებული კიტრი
  • 150გ ყველი
  • 2 ხახვი
  • 3 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • მზესუმზირის ზეთი

მომზადება

1.ხახვი გასუფთავეთ, გარეცხეთ და დაჭერით ნახევარწრეებად.

2.ტაფაზე დაასხით ზეთი და მოთუშეთ ხახვი.

3.ყველი და ქათამი დაჭერით კუბიკებად.

4.სოკო დაჭერით საშუალო ნაჭრებად. 3 ყველაზე ლამაზი სოკო გადაინახეთ – ისინი გამოიყენეთ სალათის გასაფორმებლად. მრგვლად დაჭერით კიტრი.

5.ღრმა ჯამში ერთმანეთს დაუმატეთ დაჭრილი ინგრედიენტები და გაგრილებული ხახვი. მოაყარეთ მარილი დაწიწაკა. სალათს მოასხით მაიონეზი და მოურიეთ.

6.სალათი მოატავსეთ ლამაზ ჯამში და გააფორმეთ სოკოთი. ასევე შეგიძლიათ გააფორმოთ გახეხილი ყველით ან ოხრახუშის ყლორტებით – გააფორმეთ თქვენი გემოვნებით და ფანტაზიით.

7.სულ ეს იყო სალათი მზად არის. გემრიელად მიირთვით!

სალათი ქათმითა და ნიგვზით

ინგრედიენტები

  • 250-300გ ქათმის ფილე
  • 3 ცალი კვერცხი
  • 150გ ყველი
  • 40გ ნიგოზი
  • მაიონეზი გემოვნებით
  • ზეთისხილი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.მოხარშეთ ქათმის ფილე და დაჭერით საშუალო ნაჭრებად.

2.მოხარშეთ და მსხვილად გახეხეთ კვერცხი, იგივე გაიმეორეთ ყველის შემთხვევაშიც. დანით წვრილად დაჭერით ნიგოზი.

3.თეფშზე მოათავსეთ ქათმის ფილე, მიეცით წრის ფორმა, ზემოდან მოასხით მაიონეზი.

4.ქათამს ზემოდან მოაყარეთ დაქუცმაცებული ნიგოზი, ისევ მოასხით მაიონეზი.

5.შემდეგი ფენა – ყველი. მასაც წაუსვით მაიონეზი.

6.ყველს ზემოდან მოაყარეთ მსხვილად გახეხილი კვერცხი. სალათს ლამაზი ფორმა მიეცით კულინარიული წრის საშუალებით.

7.კიდევ ერთხელ წაუსვით მაიონეზი სალათს, ზემოდან მოათავსეთ ზეთისხილი ან პომიდორი ჩერი. დაგემოვნებამდე მოაყარეთ გახეხილი ყველი. გემრიელად მიირთვით!

დაბალი კალორიულობის დამსახურებით ქათმის ფილე ადამიანისათვის ცილის უწყვეტი წყაროა. ხოლო დაბალი ქოლესტერინი საშუალებას გვაძლევს ვურჩიოთ გულის პრობლემების მქონე ადამიანს. იმედი გვაქვს გემრიელი ქათმის სალათები საპატიო ადგილს დაიკავებენ თქვენს მენიუში.