მანანის ბურღულის პუდინგი, როგორც საბავშვო ბაღში

830

ბევრს მანანის ბურღულის ფაფა ახსენებს ბავშვობას. ამ კერძს ბავშვობაში მივირთმევდით სახლშიც და საბავშვო ბაღშიც.

პუდინგი ღუმელში

ინგრედიენტები

  • მანანის ბურღული 180გ
  • რძე 500გ
  • წყალი 400მლ
  • შაქარი 40გ
  • კარაქი 40გ
  • კვერცხი 2 ცალი + გული
  • საფანელი 30გ
  • არაჟანი 40გ
  • მწიკვი მარილი

მომზადება

1.პირველ რიგში მოამზადეთ უბრალო ფაფა. ნახებარი ლიტრა რძე ჩაასხით ქვაბში და დაუმატეთ 400მლ წყალი. როცა მასა ადუღდება, ჩაყარეთ მანანის ბურღული, ურიეთ.

2.როცა ფაფა შესქელდება, დაუმატეთ მარილი, მოურიეთ. დაბალ ცეცხლზე მოხარშეთ ფაფა 5 წუთი. მზა ფაფა გადმოიტანეთ ცეცხლიდან და გააგრილეთ. ამასობაში განაცალკევეთ გული და ცილა, ათქვიფთ შაქართან ერთად.

3.როცა ფაფა გაგრილდება დაუმატეთ კარაქი და მოურიეთ. ცოტა კარაქი ფორმაზე წასასმელად შეინახეთ. შემდეგ დაუმატეთ ათქვეფილი გული შაქართან ერთად და მოურიეთ.

4.ათქვიფეთ ცილა აქაფებამდე და დაუმატეთ მთავარ მასას. ცილა ძალიან ფრთხილად უნდა დაუმატოთ. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და მოაყარეთ საფანელი. ფაფის მასა მოათავსეთ ფორმაში და თანაბრად გადაანაწილეთ.

5.კვერცხის გულს დაუმატთ არაჟანი და ეს მასა პუდინგს ზემოდან წაუსვით. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი.

გემრიელად მიირთვით!