მარტივი რეცეპტი ვახშმისთვის ბადრიჯნისგან

1955

მსოფლიოში ყველასთვის ცნობილი იტალიური სამზარეულო გამოიჩევა მრავალფეროვანი სოუსებითა და მარტივი, მაგრამ ძალიან გემრიელი კერძებით. საინტერესოა, რომ იტალიელებს ძალიან უყვართ გემრიელი კერძების ჭამა, მაგრამ ჭარბ წონას არ განიცდიან.

საქმე იმაშია, რომ ისინი ყოველთვის ჯანსაღ პროდუქტებს ირჩევენ, მაკარონს არ ყიდულობენ მარკეტებში, არამედ ახლადმომზადებულ პასტას ანიჭებენ უპირატესობას, პიცას ცოტა ინგრედიენტით, მაგრამ უგემრიელესი სოუსით ამზადებენ. ბოსტნეულის შემთხვევაშიც ასეა, ბოსტნეული აუცილებლად უნდა იყოს ახალი.

ბადრიჯნის ღვეზელი

ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ იტალიური მეთოდით მომზადებული ბადრიჯნის რეცეპტს.

ინგრედიენტები

  • 3 ც ბადრიჯანი
  • 1 კგ პომიდორი
  • 100 გრ ყველი პარმეზანი
  • 100 გრ ყველი მოცარელა
  • 5 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 კონა რეჰანი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. დაჭერით პომიდორი და მოთუშეთ ტაფაში 10 წუთის განმავლობაში, მოყარეთ მარილი და შავი პილპილი. შეგიძლიათ დაკონსერვებული პომიდორი გამოიყენოთ.

2. დაჭერით ბადრიჯანი თხელ ნაჭრებად (დაახლ. 1 სმ), მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 5 წუთით, რათა ბადრიჯანი ზედმეტი სითხისგან გაიწმინდოს.

3. ნახევრად მშრალ ტაფაზე მსუბუქად მოთუშეთ ბადრიჯანი ქერქის ფორმირებისთვის. მარილი არ არის საჭირო.

4. დაჭერით რეჰანი, პარმეზანი დახეხეთ, ხოლო მოცარელა-წვრილად დაჭერით.

5. საცხობ ლანგარს წაუსვით ზეთი და გააცხელეთ ღუმელში 180 გრადუსზე.

6. საცხობ ლანგარზე დაალაგეთ ბადრიჯანი და მოასხით ზემოდან პომიდორი და რეჰანი მონაცვლეობით. შემდეგ მოაყარეთ პარმეზანი და მოცარელა.

7. ბოსტნეულის ღვეზელს გამოსაცხობად 30 წუთი სჭირდება.

გაუზიარეთ ბადრიჯნის ღვეზელის ეს მარტივი რეცეპტი მეგობრებს სოციალურ ქსელებში!