ქათამი უგემრიელეს არაჟნის სოუსში

1844

ქათამი არაჟნით – ეს კლასიკური ძალიან წარმატებული დუეტია. საუკეთესო კერძებს შორის ეს განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩემთვის. უნაზესი და ძალიან წვნიანი გამოდის.

ინგრედიენტები

  • ქათამი 1კგ
  • არაჟანი 200გ
  • ხახვი 3 ცალი
  • წყალი 300მლ
  • მარილი
  • შავი წიწაკა
  • მზესუმზირის ზეთი

მომზადება

1.გარეცხეთ და გააშრეთ ქათმის ხორცი. მოაშორეთ კანი.

2.თითოეული ნაჭერი რამოდენიმე ადგილას ჩაჭერით, წაუსვით წიწაკა, მარილი, ზეთი და სანელებლები. 15 წუთი დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე.

3.ამასობაში დაჭერით ხახვი.

4.გააცხელეთ ტაფაზე ზეთი. შეწვით ქათამი ორივე მხრიდან.

5.ტაფიდან გადაიტანეთ ხახვი და იმავე ზეთში შეწვით ხახვი.

6.დაუმატეთ არაჟანი და ცხელი წყალი. აადუღეთ სოუსი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. დააბრუნეთ ტაფაზე ქათამი, მოთუშეთ 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!