ფაფუკი და არომატული ღვეზელი „ქალამანი“ საფუარის გარეშე

1268

რა შეიძლება იყოს შემწვარ ღვეზელზე უკეთესი? საკუთარი ხელით მომზადებული კიდევ უფრო გემრიელია! Gastronomia.ge-ს რედაქცია გიზიარებთ არომატული კერძის რეცეპტს, რომელიც ფქვილეულის ნაწარმის მოყვარულებს მოეწონებათ.

„ქალამანი“ კარტოფილის შიგთავსით ჰაეროვანი გემრიელობაა, რომელიც მარტივად მზადდება. ფაფუკი ღვეზელი გამოდის, რომელიც ცხელ ჩაის იდეალურად უხდება. საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე შეგიძლიათ მიირთვათ!

ღვეზელი „ქალამანი“ საფუარის გარეშე: შიგთავსის ვარიანტები

ასეთ ღვეზელს ნებისმიერი შიგთავსი შეგიძლიათ დაუმატოთ. კარტოფილის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კომბოსტო, კვერცხი და მწვანე ხახვი,  ან ყველის ნარევი. ნებისმიერ შემთხვევაში გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები:

  • 250 გ ხაჭო
  • 3 ს/კ არაჟანი
  • 5 ს/კ მზესუმზირას ზეთი
  • 0,5 ჩ/კ სოდა
  • 700 გ კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • 3 კვერცხი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 300 გ ხორბლის ფქვილი
  • 30 გ კარაქი
  • 50 მლ რძე

მომზადების წესი:

1. შიგთავსი მოამზადეთ. კარტოფილი მარილიან წყალში მოხარშეთ. პიურეს ცოტა რძე, კვერცხი და მზესუმზირას ზეთი დაუმატეთ და აურიეთ.

2. ხახვი კუბებად დაჭერით, ზეთში ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. კარტოფილს დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

3. ცომის მოზელა დაიწყეთ. ღრმა თასში ხაჭო, 2 კვერცხი, არაჟანი, 0,5 ჩ/კ მარილი, შაქარი და სოდა აურიეთ. 2 ს/კ ზეთი დაუმატეთ და ყველა ინგრედიენტი ათქვიფეთ.

4. თანდათან გაცრილი ფქვილი დაუმატეთ და ათქვეფა გააგრძელეთ.

5. ცომი მოზილეთ. პარკი დააფარეთ და 10 წუთით გააჩერეთ.

6. ცომი 12 თანაბარ ნაწილად დაყავით.

7. ფქვილ მოყრილ სამუშაო ზედაპირზე გააბრტყელეთ.

8. ზემოდან შიგთავსი დაუმატეთ და ქალამანის ფორმა მიეცით. ახლა ცომის საგორავით მსუბუქად გააბრტყელეთ, უფრო ბრტყელი გახადეთ.

9. ღვეზელი ორივე მხრიდან მცენარეულ ზეთში ტაფაზე შეწვით.

ფაფუკი ქალამანი მზადაა. ცხელი უფრო გემრიელია. გაგრილებას არ დაელოდეთ, სასწრაფოდ ჩაის მომზადება დაიწყეთ. მენდეთ, თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ, რომ ოჯახის წევრები მაგიდიდან დაიტაცებენ.