ქათამი პროვანსულად

ჩვეულოდ მსუბუქი, მაგრამ ძალიან გემრიელი რეცეპტი ქათმის ხორცით. ამ ქათამს “ნივრის 40 კბილი” ეწოდება და პროვანსული სამზარეულოს კლასიკური კერძია, რომელმაც დროტა განმავლობაში ბევრი ცვლილებები განიცადა და სხვადასხვა ვარიაციებიც შეიძინა. თუმცა უცვლელი დარცა ის რომ მას 40 კბილი ნიორი ესაჭიროება, რომლითაც ქათამი უნდა გამოტენოთ.

გამომცხვარი ქათამი ნივრით

  • 1.5 კილოგრამიანი ქათამი
  • 40 კბილი ნიორი (3-4 თავი)
  • 1 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო
  • 1 სუფრის კოვზი პროვანსული სუნელი (რეჰანი, სალბი, პიტნა, ქონდარი, ორეგანო, მაიორანი, როზმარინი)
  • 50 გრამი კარაქი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. მომზადებული ქათამს მარილი და წიწაკა წაუსვით, როგორც შიგნით, ასევე გარეთ.
2. სქელძირიან საცხობ ფორმაში კარაქი გააცხელეთ და მასში ნივრის კბილები ორნავ მოწვით.
3. ქათამი ფორმაში მოათავსეთ ნიორთან ერთად, მოაყარეთ პროვანსული სუნელი და ღვინო დაასხით. არ დაგავიწყდეთ ქათმისთვის ფეხების შეკვრა.

4. ქათამი ღუმელში 1 საათით შედგით. არ დაგავიწყდეთ სახურავის ან ფოლგის გადაფარება. შემდეგ მოხადეთ თავსახური, მოასხით გამოყოფილი წვენი და კიდევ 30 წუთის განმავლობაში აცხვეთ სანამ არ მოიბრაწება.

მომზადების შემდეგ ნიორი არ გადაყაროთ. ის დარბილდება და ქათმის წვენს, ღვინოსა და სუნელებს შეუერთდება, ის ხორცს ძალიან მოუხდება!