რბილი და გემრიელი ფუნთუშები ჯემით

1496

რბილი და უგემრიელესი ცხობილა ხრაშუნა ქერქით. ჯემიანი ფუნთუშების მომზადება ამ რეცეპტის მეშვეობით გაგიადვილდებათ.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 200გ
  • შაქრი 40გ
  • რძე 100მლ
  • მშრალი საფუარი 3გ
  • კარაქი 50გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • ვანილი 8გ
  • მარილი 1/2 ჩაის კოვზი
  • ვაშლის ჯემი 180გ

მომზადება

  1. თბილ რძეს დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი ფქვილი.
  2. შემდეგ 0,5 სუფრის კოვზი შაქარი და მშრალი საფუარი.
  3. მიღებული მასა შეფუთეთ და მოათავსეთ თბილ ადგილას 1 საათი.
  4. შემდეგ, დაუმატეთ დარჩენილი შაქარი, მარილი და ვანილი.
  5. ათქვიფეთ კვერცხი და მისი ნახევარი დაუმატეთ რძის მასას. მეორე ნახევარს ფუნთუშების დასამუშსავებლად გამოვიყენებთ.
  6. კარგად მოურიეთ და დაუმატეთ გაცრილი ფქვილი. მოზილეთ ცომი დაახლოებით 10-15 წუთი.
  7. შემდეგ დაუმატეთ დარბილებული კარაქი. ისევ კარგად მოურიეთ.
  8. ცომი უნდა გამოგივიდეთ რბილი, მაგრამ არა წებოვანი. ცომი დაამრგვალეთ და მოათავსეთ ზეთით დამუშავებულ ჯამში.
  9. ჯამი შეფუთეთ და მოათავსეთ თბილ ადგილას 2 საათი.
  10. ჩაზელვის შემდეგ ცომი გაყავით 8 ნაწილად. თითოეული ნაწილი დააბურთვეთ და გადააფარეთ ხელსახოცი. დაელოდეთ 10-15 წუთი.
  11. გააბრტყელეთ თითოეული ნაწილი მრგვლად, ცენტრში მოათავსრთ 1 სუფრის კოვზი შიგთავსი და თანაბრად გადაანაწილეთ (კუთხიდან შიგთავსი დააშორეთ 1,5-2სმ).
  12. დაახვიეთ რულეტისებურად, კარგად დააფიქსირეთ კუთხეები.
  13. წაუსვით კვერცხი.
  14. გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 15-20 წუთი.
  15. მოაყარეთ შაქრს ფქვნილი.

გემრიელად მიირთვით!