ქათამი თაფლითა და ნივრით

1830

დიეტური ქათმის ხორცი – იმ ადამიანების ფავორიტია, რომლებიც იცავენ მკაცრ დიეტას ან მისდევენ ჯანსარი ცხოვრების წესს. მოხარშული ქათმის ფილე შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას და ძალიან მცირე რაოდენობით ცხიმს. ხოლ ბოსტნეულტან ერთად გამომცხვარი ქათამი კი ნამდვილად საოცარი კერძია. ცხარეს მოყვარულებს და მითუმეტეს აზიური სამზარეულოს ფანებს ძალიან მოეწონებათ ქათმის ბარკლები თაფლითა და ნივრით.

არომატული ქათამი პიკანტურ სოუსში ძალიან მოუხდება სუფრას. ხორცი გამოდის ძალიან ნაზი, ერთდროულად მწარეც და ტკბილიც. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფილე და ფრთები, მაგრამ ბარკლები ამ შემთხვევაში ყველაზე გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები

  • ქათმის ბარკალი 6 ცალი
  • ნიორი 6 კბილი
  • ნიორის ფხვნილი 2 ჩაის კოვზი
  • სოიოს სოუსი 1 სუფრის კოვზი
  • შავი წიწაკა (დაფქული)
  • წყალი 60მლ
  • თაფლი 4 სუფრის კოვზი
  • თეთრი ღვინის ძმარი 2 სუფრის კოვზი
  • მწიკვი მარილი

მომზადება

1.ქათმის ბარკალს მოაშორეთ კანი და ძვლები, მოაყარეთ მარილი, წიწაკა და ნიორის ფხვნილი. დატოვეთ 30 წუთით.

2.ცხელ ტაფაზე დაასხით დიდი რაოდენობით მზესუმზირის ზეთი და 5-6 წუთის განმავლობაში ორივე მხრიდან შეწვით ბარკლები.

3.ტაფლს დაუმატეთ წყალი, ძმარი და სოიოს სოუსი. ქატამს დაუმატეთ გახეხილი ნიორი და 30 წუტის შემდეგ მოასხით სოუსი.

4.სოუსის შესქელებამდე მოთუშეთ. კერძი შეგიძლიათ გააფორმოთ მწვანილით.

თაფლისა და სოიოს სოუსის წყალობით კერზი იღებს საოცარ ფერს. ქათმის ბარკლებს ძალიან უხდება ბრინჯი, კარტოფილი და ბოსტნეული. გემრიელად მიირთვით!