ქათამი და ბეკონი – საოცარი ჰარომონია

1100

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ მარტივი და სწრაფი კერძის რეცეპტს. ის ძალიან უცნაურად გამოიყურება, მაგრამ ყველას ძალიან მოსწონს.

ქათამი ბეკონში

ინგრედიენტები

  • 2 ქათმის ფილე
  • 1 თავი ხახვი
  • 1 კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი მანანის ბურღული ან კუსკუსი
  • მარილი
  • წიწაკა
  • 40გ ბეკონი
  • 1 სუფრის კოვზი ზეთი

მომზადება

1.გარეცხეთ ქათმის ფილე ცივ გამდინარე წყალში და გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით. დაჭერით დიდ ნაჭრებად.

2.ხახვი გაასუფთავეთ, გარეცხეთ და დაჭერით.

3.ხახვი და ხორცი დააბლენდერეთ. დაუმატეთ ფარშს მარილი, წიწაკა და მანანის ბურღული ან კუსკუსი. კარგად მოურიეთ ინგრედიენტების.

4.დაუმატეთ კვერცხი და მოურიეთ.

5.შექმენით მოგრძო კატლეტები. შამფურის ნაცვლად გამოიყენეთ გრძელი ხის წკირები. ფარშს შემოახვიეთ ბეკონი.

6.რათა კატლეტმა ფორმა შინარჩუნოს, შეინახეთ მაცივარში 30 წუთი.

7.ამოფინეთ გამოსაცხობი ფორმა პერგამენტით და წაუსვით მცენარეული ზეთი.

8.შეწვით 200 გრადუსზე 30 წუთი.

ქათმის ‘ესკიმო” ძალიან ნოყიერი და არომატული კერძია. გარნირად შეგიძლაით გამოიყენოთ ბოსტნეულის სალათი. გემრიელად მიირთვით!