ფხვიერი ფლავის საიდუმლო და მომზადების ინსტრუქცია

772

დღეს Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ფლავი ქათმის ხორცით. ყოველდღიური შესანიშნავი კერძია, რომელიც ყოველთვის გემრიელი და ნოყიერი გამოდის.

ინგრედიენტები:

  • 300 გ გრძელმარცვლოვანი ბრინჯი
  • 300 გ ქათმის ხორცი
  • 240 გ ხახვი
  • 240 გ სტაფილო
  • 3 თავი ნიორი
  • 50 მლ მცენარეული ზეთი
  • ძირა, კურკუმა, კოწახური გემოვნებით
  • 50-70 გრ მუხუდო
  • სქელძირიანი თუჯის ქვაბი

მომზადების წესი:

1. მუხუდო თბილ წყალში 6 საათით ჩაალბეთ. მთელი ღამე შეგიძლიათ გააჩეროთ.

2. ხორცი მსხვილ ნაჭრებად დაჭერით. სურვილისამებრ, უფრო წვრილად შეგიძლიათ დაჭრათ. ასე თეფშზე მეტი ქათმის ხორცი მოხვდება, თუ დიდი ოჯახის გამოკვებას აპირებთ.

3. ბოსტნეული დაჭერით: ხახვი ნახევარგოლებად, სტაფილო 0,5 სმ სისქის ზოლებად.

4. სქელძირიან თუჯის ქვაბში კარაქი გაადნეთ.

5. ქათამი და ფლავის ნებისმიერი საყვარელი სანელებელი დაუმატეთ. მარილი მოაყარეთ.

6. როგორც კი, ქათმის ხორცი შეწითლდება, ხახვი და სტაფილო დაუმატეთ.

7. ბრინჯი 7-ჯერ გარეცხეთ და წყალში დატოვეთ.

8. როცა ხახვი და სტაფილო დარბილდება, მუხუდო, კოწახური და გარეცხილი ნივრის თავები პირდაპირ ფურცლიანად დაუმატეთ.

9. ბრინჯი დაუმატეთ და წყალი დაასხით ისე, რომ სითხის დონე ორი ფალანგით ფარავდეს.

10. ქვაბს თავსახური დაახურეთ და ფლავი 20 წუთით ხარშეთ.

11. დროის გასვლის შემდეგ გასინჯეთ. აუცილებლობის შემთხვევაში სანელებელი და მარილი დაუმატეთ.

12. ფლავი თეფშებზე გადაიტანეთ. ვისაც ნივრის თავი შეხვდება, წარმატება ელოდება. გემრიელად მიირთვით, ახალ კულინარიულ აღმოჩენებს გისურვებთ.

ფლავი შესანიშნავი კერძია მათთვის, ვინც ჯანმრთელობას ყურადღებას აქცევს. პირველ რიგში, ცილების და ნახშირწყლების წარმატებული თანაფარდობა ორგანიზმს დიდი ხნით ანაყრებს. მეორეც, სწორად მომზადებული ფლავით არ გასუქდებით. მესამეც, მოხარშული (და არა შემწვარი) ბრინჯი და სტაფილო ყველაზე სასარგებლო საკვებია მათთვის, ვისაც სხვადასხვა სამკურნალო შიმშილობით კუჭი დაზიანებული აქვს.