ფენოვანი ფირფიტები მოხარშული კრემით

1565

დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტს მოხარშული კრემით, რომელიც ნებისმიერი ადამიანის გულს მოიგებს. ფენოვანი ცომი დესერტს მადისაღმძვრელ გემოს ანიჭებს, რომელიც იდეალურად ერწყმის დიდი რაოდენობით მოხარსული კრემის სქელ ფენას. 80% შიგთავსი და 20% ცომი – აი, ნამცხვრების სწორი პროპორციულობა! ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტი არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, ამიტომ დესერტი იდეალურია ვეგეტარიანელებისთვის და მათთვის, ვინც მარხვაზეა.

ინგრედიენტები

  • 2 ც ფენოვანი ცომი
  • 4 ს.კ. სიმინდის სახამებელი
  • 100 მლ აგავას სიროფი
  • მწიკვით კურკუმა
  • 200 მლ ნუშის რძე
  • 200 მლ ქოქოსის რძე
  • 2,5 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი
  • შაქრის პუდრი გემოვნებით

მომზადების წესი

1. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. საცხობ ლანგარზე საცხობი ქაღალდი დააფინეთ, გაალღვეთ ფენოვანი ცომი და ერთი ფენა საცხობ ლანგარზე მოათავსეთ. ზემოდან კვლავ საცხობი ქაღალდი დააფარეთ და მასზე ცომის მეორე ფენა მოათავსეთ. შედგით ღუმელში 25-30 წუთით, შემდეგ გამომცხვარ ფენებს ზემოდან კიდევ ერთი საცხობი ლანგარი დაადეთ, რომ ფენები გაასწოროთ და ასე გააცივეთ ისინი.

2. ქვაბში ჩაასხით ნუშის და ქოქოსის რძე, დაუმატეთ სახამებელი, სიროფი, ვანილის ექსტრაქტი და კურკუმა. ნაზავი დაბალ ცეცხლზე დაადგით და მოადუღეთ, ხის კოვზით მუდმივად მოურიეთ. როდესაც შეამჩნევთ, რომ მასა მოხარშული კრემის ფორმას იღებს, მინიმუმამდე შეამცირეთ ცეცხლის სიმძლავრე და განაგრძეთ მუდმივად მორევა, სანამ კონსისტენცია არ შესქელდება. ეს პროცესი დაახლოებით 8-10 წუთს წაგართმევთ.

3. ოთხკუთხა ფორმის საცხობი ფორმის ფსკერზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ერთი გამომცხვარი ფენოვანი ცომის ფირფიტა. წაუსვით მოხარშული კრემი, კარგად გადაანაწილეთ და ზემოდან მეორე ფენოვანი ფირფიტა დაადეთ. ნამცხვარი 4 საათით მაცივარში შეინახეთ, სანამ მიირთმევდეთ, კვადრატებად დაჭერით და ზემოდან შაქრის პუდრი მოაყარეთ.

ეს ნამცხვარი ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და უბრალო დესერტია, რომელიც შეიძლება უმოკლეს დროში მოამზადოთ. თუ სტუმრებს ელოდებით და მაღაზიაში ქარხნული ნამცხვრის შეძენა არ გსურთ, აუცილებლად მოამზადეთ ეს ნამცხვარი, იგი არცერთ სტუმარს დატოვებს გულგრილს. გემრიელად მიირთვით!