ჩემი საფირმო უსაფუარო ღვეზელი „ქალამანი“. მომზადებაზე ძალიან ცოტა დროს ვხარჯავ

685

Gastronomia.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ღვეზელი „ქალამანი“ საფუარის გარეშე. ხაჭოს ცომი ისედაც გემრიელია და არანაირი შიგთავსი არ სჭირდება. უბრალოდ შეგიძლიათ ხაჭოს დონატი და ფუნთუშა მოამზადოთ. ასევე შეგიძლიათ კარტოფილის ან ნებისმიერი სხვა შიგთავსი გემოვნებით გამოიყენოთ. სწრაფად და მარტივად მზადდება.

ცომის ინგრედიენტები:

  • 250 გრ ხაჭო
  • 2 კვერცხი
  • 3 ს/კ არაჟანი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • ½ ჩ/კ სოდა
  • 300 გრ ფქვილი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 5-6 კარტოფილი
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 30 გრ კარაქი
  • 50 მლ რძე
  • 1 ხახვი
  • 2-3 ს/კ მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

  1. ხაჭო და კვერცხი აურიეთ, დააბლენდრეთ.
  2. არაჟანი დაუმატეთ და აურიეთ.
  3. მარილი, შაქარი, სოდა და მცენარეული ზეთი დაუმატეთ.
  4. ფქვილი გაცერით და ნაწილ–ნაწილ ცომს დაუმატეთ, კარგად აურიეთ. მასა რბილი, ოდნავ წებოვანი უნდა იყოს.
  5. ცომს პარკი დააფარეთ და 20 წუთით გააჩერეთ.
  6. კარტოფილი მარილიან წყალში მოხარშეთ, წყალი გადაასხით და კარტოფილი დაჭყლიტეთ. პიურეს კარაქი და რძე დაუმატეთ.
  7. ხახვი წვრილად დაჭერით და მცენარეულ ზეთში შეწვით, კარტოფილის პიურეს დაუმატეთ. მოხარშული კვერცხი დაუმატეთ და აურიეთ.
  8. ცომი 12 ნაწილად გაყავით, მაგიდას ფქვილი მოაყარეთ და ცომიდან კვერები გააკეთეთ.
  9. კვერის ცენტრში ცოტა შიგთავსი დაუმატეთ, ღვეზელის ფორმა მიეცით, ხელისგულით ოდნავ გააბრტყელეთ და მცენარეულ ზეთში შეწვით.
  10. აი, ასე მარტივად ხაჭოს ცომით ღვეზელს გააკეთებთ, რომელიც მეორე დღესაც ახალივით იქნება. არ დაიშლება და ზეთს არ შეიწოვს.