ფაფუკი ვაშლის ნამცხვარი – ჩაისთვის იდეალურია!

1036

გამომცხვარი ვაშლის არომატი დარიჩინით სა ფაფუკი ცომით. . . ეს კომბინაცია საოცარ ხასიათზე მაყენებს. ძალიან მარტივად შეგიძლიათ ამ ნამცხვრის მომზადება ასე, რომ ახლავე შეუდექით მზადების პროცესს.

ვაშლის წყალობით ნამცხვარი გამოდის ძალიან წვნიანი და ნოყიერი. ნამდვილად საოცარი დესერტია!

ინგრედიენტები

  • 100გ ხორბლის ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 150გ შვრიის ფანტელი
  • 0,5-1 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • მარილი
  • 120გ კარაქი
  • 4 ვაშლი
  • 160გ შაქარი
  • ლიმონის წვენი

მომზადება

1.ღრმაჯამში მოათავსეთ რბილი კარაქი და შაქარი. კარგად ათქვიფეთმიქსერით 2-3 წუთი.

2.ნელ-ნელა დაუმატეთ კვერცხი, ათქვიფეთ ამოფუებამდე. მოაყარეთ მარილი და ვანილი.

3.ახლა კი დავიწყოთ მშრალი მასის მომზადება.ფქვილს დაუმატეთ შვრიის ფანტელი, დარიჩინი და გამაფხვიერებელი.

4.ახლაკი მოვამზადოთ ვაშლი. გაასუფთავეთ, მოაშორეთ გული და დაჭერით კუბიკებად.

5.ახლა კი შეაერთეთ ყველაინგრედიენტი. კვერცხის მასას დაუმატეთ მშრალიდა მოურიეთ ნიჩბით. დაუმატეთ ვაშლი. ცომი ჩაასხით საცხობ ფორმაში და გამოაცხეთ 170 გრადუსზე 45 წუთი.

მზა ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!