არც ერთი გრამი შაქარი: საყვარელი ნამცხვარი „კარტოფილი“

713

გემრიელი და რთული დესერტების არსებობის მიუხედავად ჩემთვის საყვარელი კერძი ყოველთვის იყო და იქნება ნამცხვარი „კარტოფილი“. ეს სიყვარული ბავშვობიდან მოდის, როცა ტკბილეულის არჩევანი შეზღუდული იყო. ბევრის ფავორიტი ტორტი ხომ დღემდე შინაურული ნაპოლეონია, ასეა?

ერთადერთი, რაც მაჩერებს, საყვარელ ტკბილეულში შაქრის დიდი რაოდენობაა. მესმის, რომ ეს არა მხოლოდ სხეულის ფორმებზე, არამედ ჯანმრთელობაზეც აისახება. სწორედ ამიტომ, ახლა ნამცხვარს გრამი შაქრის გარეშე რამდენიმე წუთში ვამზადებ. დიდებული დესერტი გამოდის!

ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხი
  • 80 მლ რძე
  • 80 გრ ბრინჯის ფქვილი
  • 0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ/კ ვანილის სიროფი
  • 0,5 ჩ/კ ქოქოსის ზეთი
  • 30 გრ შავი შოკოლადი
  • 1 ბანანი
  • 2 ს/კ კაკაოს ფხვნილი

მომზადების წესი:

1. კვერცხი, რძე, სიროფი, ფქვილი, ნახევარი კაკაო, გამაფხვიერებელი და ქოქოსის ზეთი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.

2. მიღებული ცომი ფორმაში გადაიტანეთ. დაახლოებით 4 წუთით ღუმელში ან მიკროტალღურ ღუმელში გამოაცხვეთ.

3. მზა ფენას გაგრილება აცადეთ, შემდეგ დაჭერით და გასუფთავებულ ბანანთან ერთად დააბლენდერეთ.

4. ბურთის ან ძეხვის ფორმა მიეცით, დარჩენილ კაკაოში ამოავლეთ, შემდეგ გამდნარი შოკოლადი მოასხით.

შინაურული ნამცხვრის მოსამზადებლად ნებისმიერი დამატკბობელი შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომელიც სამზარეულოში გაქვთ. ბურთებს შოკოლადის მოსხმის ნაცვლად შეგიძლიათ შოკოლადის ფანტელებში ამოავლოთ. კიდევ ერთი ვარიანტი: ქოქოსის ფანტელები. გემრიელად მიირთვით!