კარტოფილის ღვეზელები სოსისის შიგთავსით

1229

ღვეზელებისთვის ცომის მომზადებას დიდი დრო სჭირდება, ამიტომაც არ ამზადებენ მათ დიასახლისები ძალიან ხშირად, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს რეცეპტი, რომლის მეშვეობითაც გამოაცხობთ უგემრიელეს ღვეზელებს კარტოფილითა და სოსისით ძალიან სწრაფად და მარტივად.

ღვეზელები სოსისით

ხანდახან, რაიმე გემრიელის მოსამზადებლად სულაც არ არის განსაკუთრებული ინგრედიენტები საჭირო. დღეს ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ ღვეზელები სოსისით ტაფაზე, 30 წუთში, ცომის გარეშე.

ინგრედიენტები

  • 1 ც ვაფლის ფირფიტა
  • 500 გრ კარტოფილი
  • 3 ც სოსისი
  • 50 გრ კარაქი
  • 1 ც კვერცხი
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი

1. მარილიან წყალში მოხარშეთ კარტოფილი, შემდეგ გადაღვარეთ წყალი და დაჭყლიტეთ კარტოფილი კარაქთან ერთად.

2. ცხელი კარტოფილის პიური კოვზის მეშვეობით წაუსვით ვაფლის ფირფიტას.

3. დაალაგეთ ზემოდან უმი სოსისი და ფრთხილად გაახვიეთ ვაფლის ფირფიტა რულეტივით.

4. დაჭერით რულეტი 3 სმ სიგანის, თანაბარი ზომის ნაჭრებად.

5. ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ მარილი და წიწაკა.

6. ორივე მხრიდან ამოავლეთ კარტოფილის ღვეზელები კვერცხში და შეწვით გაცხელებულ ტაფაზე.

ცხელ-ცხელი ღვეზელები მიირთვით პომიდვრის ან ნივრის სოუსთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!