ფარშირებული წიწაკა ღუმელში. თითებს ჩაიკვნეტთ!

965

ინგრედიენტები

  • ღორის ხორცი 1კგ
  • ბულგარული წიწაკა 12ცალი
  • სტაფილო 2 ცალი
  • ხახვი 2 ცალი
  • ბრინჯი 180გ
  • ხმელი-სუნელი 1 ჩაის კოვზი
  • ნიორი 3 კბილი
  • პომიდვრის პასტა 1 სუფრის კოვზი
  • არაჟანი 4 სუფრის კოვზი
  • კამა
  • ოხრახუში
  • წყალი 250მლ
  • მზესუმზირის ზეთი 2 სუფრის კოვზი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

მომზადება

  1. ხორცსაკეპში გამოატარეთ ხორცი. გაასუფთავეთ სტაფილო და გახეხეთ. წვრილად დაჭერით ხახვი.
  2. მოხარშეთ ბრინჯი მარილიან წყალში, დაუმატეთ ბოსტნეული და ფარში. მოაყარეთ ხმელი-სუნელი, შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით. მოზილეთ შიგთავსი.
  3. წიწაკა გამოასუფთავეთ და ამოავსეთ შიგთავსით.
  4. ამოვსებული წიწაკები მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში.
  5. ახლა კი მოვამზადოთ სოუსი, რომელშიც სემდეგ გამოვაცხობთ წიწაკას. ამისათვის გაასუფთავეთ ხახვი და დაჭერით. მოთუშეთ ზეთში.
  6. წვრილად გახეხეთ სტაფილო და მოათავსეთ ტაფაზე, როცა ის ფერს შეიცვლის დაუმატეთ პომიდვრის პასტა.
  7. მოგვიანებით დაუმატეთ ნიორი და არაჯანი, მოურიეთ, მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. მოთუშეთ 5 წუთი. მოასხით წყალი და დაელოდეთ 5 წუთი.
  8. წიწაკას მოასხით სოუსი და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 1 საათი.

გემრიელად მიირთვით!