უნდა მოხსნათ თუ არა გარეკანი სოსისებს მოხარშვისას

722

როგორ მოვხარშოთ სოსისები ქვაბში, რათა მაქსიმალურად გემრიელი გამოგვივიდეს? შეცდომების დაშევა აქ არ შეიძლება.

სოსისი რადგანაც ხორცპროდუქტია, ვიმუშავოთ მასთან ხორცის მსგავსად.

თავდაპირველად მოაშორეთ გარეკანი, უმარტივესი პროცედურაა. მომზადების 2 მეთოდი არსებობს:ცხელ წყალში ან ცივში.

ყველამ იცის, რომ კარგი ბულიონი მზადდება ხორცისგან. ვათავსებთ ცივ წყალში და ვაცხელებთ. რადგან სოსისები მზადდება ხორცისგან, ესეიგი ეს პრინციპი მათთვისაც უნდა იყოს გამოსადეგარი. რას ვიღებთ შედეგად? სოსისების ცხიმი გამოიყოფა წყალში, სოსისი იბერება და გამოდის უგემური, გამოფიტული.

მასინ ვიღებთ გასუფთავებულ სოსისს და ვაგდებთ ცხელ წყალში. შედეგი დიდად არ მაოცებს. გემოს თუ შევადარებთ პირველ ვარიანტთან შედარებით უკეთესი გამოვა, მაგრამ არა იდეალური.

სოსისი საშუალოდ 5 წუთში იხარშება. პროდუქტის ზომის ზრდასთან ერთად იზრდება მომზადების დროც.

თუ ძველ კულინარიულ წიგნებ გადახედავთ ნახავთ, რომ სოსისების გარეკანის დაჩხვლეტა არ არის საჭირო. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა, ხორცპროდუქტების წარმოების სტანდარტებიც შეცვლილია. მე გირჩევთ რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტოთ სოსისი მოხარშვამდე.

თუ ხარშვისას დაფნას, მარილს ან წიწაკა უმატებთ წყალს ეს არაფერ შედეგს არ მოგცემთ. სოსისის გარეკანი არ მისცემს გემოს ცვლილების საშუალებას.

უკვე მხარშულ სოსისს მოხსენით გარეკანი. არ იდარდოთ, გარეკანი არ ვნებს ჯანმრთელობას, ის სპეციალურად ამისთვის მზადდება. სოსისებს ძალიან მოუხდება წიწინურა, კომბოსტო, პიურე. ჩემთვის იდეალური მაკარონია.

სოსისების უმად ჭამა შეიძლება? – თუ მოგწონთ რატომაც არა. მისი შემადგენლობა უკვე მზად არის გამოსაყენებლად. მე ხშირად სალათებსაც ვამზადებ სოსისისგან.