მან კექსის ფორმა ყველით და კვერცხით გაავსო. შედეგად, კულინარიული შედევრი მიიღო

860

რა არის საჭირო გემრიელი ომლეტის მოსამზადებლად? მხოლოდ რამდენიმე კვერცხი, ყველი, ხორცი და კიდევ რამდენიმე ინგრედიენტი. როგორ მოვამზადოთ ერთ ჯერზე ისეთი რაოდენობის ომლეტი, რომ მთელი დიდი ოჯახი დავანაყროთ? პასუხი ელემენტარულია – თქვენ კექსის ფორმა უნდა გამოიყენოთ.

რეცეპტი იმდენად მარტივია, რომ ომლეტის მომზადებას ბავშვებიც კი შეძლებენ და მათთვის მომზადების ასეთი მეთოდი საინტერესო იქნება.

ომლეტი კექსის ფორმებში

მოკლედ, საკმარისი რაოდენობის კვერცხი, რძე, ყველი, ხორცი, ხახვი და სხვა ინგრედიენტები თქვენი გემოვნებით მოიმარაგეთ. ხორცი და ხახვი დააქუცმაცეთ და ოდნავ შეწვით. შემდეგ კექსის ფორმებში თანაბრად გადაანაწილეთ და წინასწარ ათქვეფილი კვერცხის და რძის ნარევი დაასხით. ამის შემდეგ ფორმები ღუმელში მოათავსეთ და მომზადებამდე აცხვეთ.

რეცეპტი დეტალურად ამ ვიდეოში ნახეთ!

ასეთი საუზმის ერთხელ მომზადება საკმარისია, რომ ის თქვენი საყვარელი კერძი გახდეს! ახლა საგონებელში არ ჩაგაგდებთ პრობლემა, თუ როგორ დაანაყროთ დიდი ოჯახი. გემრიელად მიირთვით!

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ!