ამ კერძის მომზადებას მინიმალური დრო და ენერგია სჭირდება. გამოდის ძალიან გემრიელი და არომატული.
ჩემს ოჯახის წევრებს ძალიან მოსწონთ.
ინგრედიენტები
- 200გ კარტოფილი
- 1 ჭიქა რძე
- 1 კვერცხი
- 200გ ფქვილი
- 50გ ძეხვი
- 1/2 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი
- მარილი გმოვნებით
მომზადება
- მოხარშეთ კარტოფილი და დაჭყლიტეთ.
- მოასხით რძე და კარგად მოურიეთ.
- დაუმატეთ მარილი და კვერცხი. კარგად მოურიეთ.
- საცხობი ფხვნილი დაუმატეთ ფქვილს და მოაყარეთ პიურეს.
- მოზილეთ სქელი ცომი.
- ძეხვი დაჭერით წვრილ ნაჭრებად, დაუმატეთ ცომს და მოურიეთ.
- ტაფაზე დაასხით ზეთი და გააცხელეთ.
- ცომი ჩაასხით საკონდიტრო ტომარაში ან მჭიდრო პაკეტში.
- პაკეტს მოაჭერით კუთხე და დაასხით ცომი ტაფაზე.
- შეწვით ორივე მხრიდან.
- მზა კერძი გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე.
გემრიელად მიირთვით!