მრცხვენია, რომ ადრე არ ვიცოდი! საჭიროა მხოლოდ ვერმიშელი და ხახვი ერთმანეთს აურიოთ

5163
მრცხვენია, რომ ადრე არ ვიცოდი! საჭიროა მხოლოდ ვერმიშელი და ხახვი ერთმანეთს აურიოთ
მრცხვენია, რომ ადრე არ ვიცოდი! საჭიროა მხოლოდ ვერმიშელი და ხახვი ერთმანეთს აურიოთ

იტალიაში ნებისმიერმა დიასახლისმა სახლში პასტის მომზადება იცის. თუ იტალიაში ნამყოფი არ ხართ, სტუმრების გაკვირვებას იტალიური სამზარეულოთი მაინც შეძლებთ.

ეს ნაკლებად ცხიმიანი და მსუბუქი კერძია, რომლის რეცეპტში ჯანსაღი ინგრედიენტები გამოიყენება და მწვავე მადას იწვევს.

იტალიური პასტა ყველით

ინგრედიენტები:

  • 15-20 პომიდორი ჩერი
  • 1 წიწაკა ჩილი
  • 300 გრ სპაგეტი
  • 4 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 30 გრ მყარი ყველი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ხახვი
  • 1 კონა ბაზილიკა
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

1.პომიდორი გარეცხეთ და შუაზე გაჭერით. გასუფთავებული ნიორი თხელ ფენებად გაჭერით. წიწაკა რგოლებად დაჭერით.

2.ხახვი ნახევარგოლებად დაჭერით.

3.ფართო ქვაბი აიღეთ, სადაც მაკარონი თავისუფლად ჩაეტევა. მასში სპაგეტი მოათავსეთ.

4.მასში ხახვი, ნიორი, ცხარე წიწაკა და პომიდორი დაუმატეთ. ოღონდ სპაგეტს ზემოდან არ დააყაროთ, არამედ გვერდზე მოუწყვეთ.

5.ბაზილიკი გარეცხეთ და ხელებით გადატეხეთ, უმეტესი ნაწილი ქვაბში ჩაუსვით. ცოტა კი შემდეგი გამოყენებისთვის გადადეთ.

6.ზეითუნის ზეთი დაუმატეთ. მარილი და წიწაკა მოაყარეთ.

7.ქვაბში ცივი წყალი ჩაასხით.

8.ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. 10 წუთი მოითმინეთ, სანამ ყველა ინგრედიენტი არ მოიხარშება.

9.ყველი პირდაპირ ქვაბში ჩაახეხეთ. ცოტა დარჩენილი ბაზილიკი და რამდენიმე მწიკვი მარილი და წიწაკა დაუმატეთ. რამდენიმე წუთში პასტა პომიდვრით და ყველით სუფრაზე გასატანად მზად იქნება.