როგორ მოვამზადოთ ქათმის გულები ნაღებში

967

მოთუშული ქათმის მკერდი

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ მოამზადოთ ქათმის მკერდი კარტოფილითა და სოკოთი. ამ კერძს არომატული მწვანილი განსაკუთრბულ სურნელს შესძენს.

გვერწმუნეთ, ეს კერძი ძალიან მოეწონება თქვენი ოჯახის ნებისმიერ წევრს.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ქათმის მკერდი
  • 300 გრ სოკო შამპინიონი
  • 5 ც დიდი ზომის კარტოფილი
  • 1 ც ხახვი
  • 1 ც სტაფილო
  • 4 კბილი ნიორი
  • 200 გრ ყველი
  • 350 მლ ნაღები
  • სანელებლები და მწვანილი გემოვნებით
  • დაფქული შავი პილპილი
  • მარილი

მომზადების წესი

1. პირველ რიგში, გარეცხეთ და გაასუფთავეთ ხახვი და სტაფილო, შემდეგ დაჭერით და ზეთში შეწვით.

2. ტაფაზე მსუბუქად მოთუშეთ სოკო ისე, რომ წვენი გამოიღოს.

3. ქათმის მკერდი გარეცხეთ და მსუბუქად შეწვით მარილთან და შავ პილპილთან ერთად.

4. გარეცხეთ და გათალეთ კარტოფილი, შემდეგ კი დიდ ნაჭრებად დაჭერით და ჩაალაგეთ ჯამებში.

5. ზემოდან სოკო დაალაგეთ, შემდეგ კი ქათმის მკერდი. ზემოდან სანელებლები და მწვანილი მოაყარეთ და ნაღები მოასხით.

6. ამის შემდეგ ზედაპირზე შემწვარი ხახვი და სტაფილო დაალაგეთ და ყველი მოაყარეთ.

7. ინგრედიენტებით სავსე ჯამები მოათავსეთ 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით.

გემრიელად მიირთვით!