გჯერათ ეს თუ არა, თევზი ცქიმურა ერთერთი ყველაზე გემრიელი სახეობაა. თვით იმპრატორმა პეტრე პირველმა უწოდა მას მეფე-თევზი! ისტორიულად თევზის ეს სახეობა ისევეა პეტერბურგის სიმბოლო, როგორც ერმიტაჟი, თეთრი ღამეები და ასაწევი ხიდები. სანკტ პეტერბურგელებს იმდენად უყვართ ცქიმურა, რომ ყოველწლიურად ცქიმურას ფესტივალს მართვენ და ქალაქის ცენტრში მისი ძეგლიც კი დადგეს. ცქიმურას მომზადება ძალიან მარტივია და დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით მისი მომზადების რამდენიმე მეთოდს.
როგორ შევწვათ ცქიმურა
ცქიმურა მიეკუთვნება ორაგულისებრთა ოჯახს. ზომით მასზე არც ისე დიდია, მაგრამ არანაკლებ სასარგებლო. მისი უპირატესობები აშკარაა: ცქიმურა იზრდება ბუნებრივ გარემოში და არა ფერმაში, იკვებება ნატურალური საკვებით და მთავარი, სამჯერ უფრო იაფი ღირს, ვიდრე ორაგული.
ეს თევზი მდიდარია სასარგებლო ცხიმებით, ცილებით, ფოსფორითა და კალციუმით. მცირე ზომის ცქიმურა მთლიანად იჭმევა, თავთან და კუდთან ერთად. მას წვავენ შიგანთან ერთად. თევზის რბილობი ტკბილია, ხოლო შეწვის დროს მისი კუდი რბილდება და მისი გემო არ იგრძნობა.
ზღვისპირა რაიონებში ახალი თევზის შეძენას ყველგან შეძლებთ, მაგრამ იგი გაყინვის შემდეგაც არ კარგავს სასარგებლო თვისებებს.
ძალიან ბევრი ადამიანი იკავებს თავს ცქიმურას შეძენისგან, რადგან მათ ცქიმურა ერევათ მოივაში, სარდინიაში ან დიდი ზომის კილკაში, მაგრამ ცქიმურას თევზის სუნი საერთოდ არ აქვს, მას ახალი კიტრის ან საზამთროს კანის სუნი.
პატარა ზომის ცქიმურას ქერცლი წყლით ცილდება, ხოლო დიდი ზომისას თავისით, ტრანსპორტირების დროს. ახალი ცქიმურას შენახვა 72 საათის განმავლობაშია შესაძლებელი, გაყინული კი 9 თვე. ახალ თევზს კიტრის სუნი აქვს.
გაყინული თევზი საერთოდ უსუნოა, მაგრამ ვადაგასული ან გაყინული ცქიმურას ამოცნობა მარტივია. ასეთი თევზი ღია ფერისაა, თითქმის ნაცრისფერი და ქერცლი საერთოდ არ აქვს, კუდი კი მოტეხილია.
სანამ ცქიმურას მოამზადებთ, კარგად გარეცხეთ. თუ თევზი 10 სმ-მდეა, მას არ სჭირდება შიგნეულის გამოწმენდა. საშუალო ზომის ცქიმურა ყველაზე გემრიელია, 14-16 სმ სიგრძის.
როგორ შევწვათ ცქიმურა (ყველაზე მარტივი მეთოდი)
თევზის მომზადების ეს მეთოდი არ საჭიროებს დიდ ძალისხმევას. თქვენ დაგჭირდებათ თევზი, მარილი, ფქვილი (ხორბლის ან სიმინდის) და მცენარეული ზეთი (შესაწვავად). გარეცხეთ თევზი გამდინარე წყალში (გამოშიგნეთ და მოაჭერით თავი, თუ საჭიროა). გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცზე.
ჩაყარეთ თევზი ფქვილიან პაკეტში. შეანჯღრიეთ რამდენიმეჯერ ისე, რომ ფქვილმა მთლიანად დაფაროს თევზი. გააცხელეთ ტაფა, დაასხით მცენარეული ზეთი და შეწვით თევზი. ერთი წუთი თითოეულ მხარეს საკმარისია მის შესაწვავად. გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე. გემრიელად მიირთვით!
შემწვარი ცქიმურა სანკტ-პეტერბურგისეული მეთოდით
ინგრედიენტები
- 1 კგ საშუალო ზომის ცქიმურა
- 1 ჩ.კ. მარილი
- 1 ც კვერცხი
- 70 გრ მაიონეზი
- 2 ს.კ. ფქვილი
- სასურველი სანელებელი
- მცენარეული ზეთი (შესაწვავად)
მომზადების წესი
1. გარეცხეთ თევზი და მოაშორეთ თავი და შიგანი.
2. შემდეგ დაუმატეთ მარილი და სანელებლები.
3. სანამ თევზი დამარილდება, მოამზადეთ თხევადი ცომი. შეურიეთ კვერცხი, ფქვილი და მაიონეზი და დაუმატეთ მარილი გემოვნებით.
4. ტაფაზე დაასხით მცირე ოდენობის ზეთი, თევზი ამოავლეთ თხევად ცომში და დაალაგეთ ტაფაზე.
5. თითოეული მხარე შეწვით რამდენიმე წუთის განმავლობაში.
6. თევზი მიირთვით ცხელ მდგომარეობაში.
გემრიელად მიირთვით!
ცქიმურა ტომატის სოუსით
ინგრედიენტები
- 800 გრ მცირე ზომის ცქიმურა
- 300 მლ წყალი
- 70 მლ ტომატის პასტა
- 2 ც საშუალო ზომის ხახვი
- 1 ც სტაფილო
- 70 მლ მცენარეული ზეთი
- 1 ჩ.კ. მარილი
- 1 ს.კ. შაქარი
- ფქვილი
მომზადების წესი
1. გარეცხეთ და გაწმინდეთ ბოსტნეული. ხახვი დაჭერით კუბებად, სტაფილო კი დახეხეთ. შეწვით ყველაფერი თავდახურულ ტაფაზე.
2. ბოსტნეულის ზემოდან დაალაგეთ გაწმენდილი და თავწაცლილი თევზი. მოაყარეთ მარილი, შაქარი, სანელებლები და დაახურეთ სახურავი.
4. ცალკე თასში აურიეთ ფქვილი, ტომატის პასტა და წყალი და ზემოდან მოასხით თევზს.
5. როდესაც სოუსი დუღილს დაიწყებს, ცეცხლის სიმძლავრე შეამცირეთ და თავდახურულ ტაფაზე მოთუშეთ.
6. სულ ესაა, ცქიმურა ტომატის სოუსში მზადაა. გემრიელად მიირთვით!