ეს დესერტი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება, ჩემს ოჯახში ნამდვილ ფავორიტად იქცა.

1671

მე გამოცდილი მზარელი და სამი შვილის დედა ვარ. მიუხედავად იმისა, რომ საკმარისი დრო თითქმის არასდროს მაქვს, ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი შვილების განებივრებას სხვადასხვა გემრიელი დესერტებით. სიმართლე გითხრათ, მაღაზიის დახლებზე შემოთავაზებული მრავალფეროვანი პროდუქციის ძალიან მეშინია, რის გამოც მაქსიმალურად ვუზღუდავ შვილებს სხვადასხვა ტკბილეულის მირთმევას, რომლებიც საღებავებისგან და მავნე არომატიზატორებისგან მზადდება.

დღევანდელ სტატიაში მსურს, მოგითხროთ ძალიან გემრიელი დესერტის შესახებ, რომელიც მზადდება მინიმალურ დროში, თანაც მინიმალური ძალისხმევით. ბოლო რამდენიმე კვირაა ჩემს ოჯახში ეს დესერტი პოპულარობის პიკშია.

დესერტი ორცხობილებისგან

ინგრედიენტები:

  • 200 გრამი ორცხობილა ან კრეკერი (უმარილო)
  • 100 გრამი გამდნარი კარაქი
  • 400 გრამი ნაღების ყველი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 400 გრამი შედედებული რძე (ე.წ. სგუშონკა)
  • 2 ს.კ. ფორთოხლის დაფქული ცედრა
  • 250 მლ ფორთოხლის წვენი
  • 1/2 ჩ.კ. ფორთოხლის ექსტრაქტი
  • 50 გრამი შაქრის პუდრი
  • 250 მლ ნაღები

მომზადება:

1. შეურიეთ ერთმანეთში დაფქული ორცხობილა, გამდნარი კარაქი და 3 სუფრის კოვზი შაქარი.

2. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ფოლგა და მასზე თანაბრად გაანაწილეთ მომზადებული მასა.

3. მოათავსეთ საცხობი ფორმა მაცივარში და დატოვეთ იქამდე, სანამ ნარევი კარგად არ გაცივდება და გამკვრივდება.

4. ღრმა ჭურჭელში მოათავსეთ ნაღების კარაქი, შედედებული რძე და 1 სუფრის კოვზი შქარი. მიქსერის გამოყენებით კარგად ათქვიფეთ მასა.

5. ჩაამატეთ მასში ფორთოხლის დაფქული ცედრა, მისი წვენი და ექსტრაქტი. კიდევ ერთხელ კარგად ათქვიფეთ მიქსერით.

6. ცალკე ჭურჭელში კარგად ათქვიფეთ ნაღები და შაქრის პუდრი.

7. მიღებული მასა ჩაამატეთ წინა ნარევში. კიდევ ერთხელ ყველაფერი ერთად კარგად ათქვიფეთ მიქსერის გამოყენებით.

8. გამოიღეთ მაცივრიდან საცხობი ფორმა და დაასხით მას ზემოდან მომზადებული მასა.

9. თანაბრად გაანაწილეთ ის მთელ ზედაპირზე და კვლავ დააბრუნეთ მაცივარში.

10. მოითმინეთ იქამდე, სანამ ჩვენი დესერტი კარგად გაცივდება და მასა გამკვრივდება. გემრიელად მიირთვით!

გთავაზობთ მარტივ ვიდეო ინსტრუქციასაც: 

ცადეთ საკუთარი ხელით ამ უგემრიელესი დესერტის მომზადება და პირობას გაძლევთ, იმედები არ გაგიცრუვდებათ. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!