გამომცხვარი სპაგეტი წიწილითა და ისპანახით

865

ეს ნოყიერი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კერძი სტუმრებს მწვანე სალათასთან ერთად მიართვით.

ინგრედიენტები:

  • 350 გ სპაგეტი
  • 2 ს.კ. ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • 10 კბილი ნიორი
  • 1 წითელი ხახვი
  • წიწილის კანმოცლილი თეთრი ხორცი
  • 400 გ ( 2 ქილა) წვნიანი პამიდორი
  • რეჰანის ფოთლები
  • 1/4 ჩ.კ. მარილი
  • 1 ხმელი მწარე წიწაკა
  • 1/4 ჭიქა ქორფა ოხრახუში
  • 200 გ ისპანახი
  • 180 გ ყველი პარმეზანი
  • 120 გ ცხარე ყველი ჩედერი

მომზადების წესი:

  1. დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ მარილი და აადუღეთ, ჩაყარეთ სპაგეტი, ბოლომდე არ მოხარშოთ.
  2. ღუმელი წინასწარ გაახურეთ 200 გრადუსზე.
  3. წვრილად დაჭრილი 6 კბილი ნიორი და ხახვი საშუალო ცეცხლზე, დიდ ტაფაში მოშუშეთ, დაუმატეთ წიწილის ხორცი და გააგრძელეთ შუშვა.
  4. პამიდორი, წვრილად დაჭრილი რეჰანი და ოხრახუში, 4 კბილი მთლიანი ნიორი, წიწაკა, 120 გ ახალ გახეხილი პარმეზანი და მარილი სამზარეულოს კომბაინში დაამუშავეთ. ოდნავ სქელ მასას რომ მიიღებთ, დაუმატეთ წიწილს.
  5. ადუღეთ 15 წთ, გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ ისპანახის ფოთლები და პასტა.
  6. ყველაფერი ცეცხლგამძლე ლანგარში გადაიტანეთ. მოაყარეთ დარჩენილი გახეხილი პარმეზანი და ჩედერი. აცხვეთ  დაახლოებით 25 წთ, ვიდრე ზედაპირი გაოქროსფერდება და ბუშტულები გაუჩნდება.
  7. სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.