უგემრიელესი ყაბაყის კატლეტი ფარშით

658

დაიწყეთ ზაფხული ვიტამინებით სავსე ხილით და ბოსტნეულით. დღეს ჩვენ ყაბაყით მოვამზადებთ კატლეტებს.

ჩემს ოჯახის წევრებს ძალიან უყვართ ეს კერძი!

ინგრედიენტები

  • ყაბაყი
  • 2 სუფრის კოვზი მანანის ბურღული
  • 2 კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი
  • 400გ ფარში
  • ნახევარი ჩაის კოვზი მარილი
  • შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება

  1. გარეცხეთ და გახეხეთ ყაბაყი. გამოწურეთ.
  2. აიღეთ ღრმა ჯამი, მოათავსეთ ჯამი, მოაყარეთ მანანის ბურღული, ყაბაყი, კვერცხი და მოაყარეთ სანელებლები.
  3. მოურიეთ და დატოვეთ 20 წუთი.
  4. ხელი დაისველეთ წყლით და მიეცით ფორმა კატლეტებს.
  5. ამოავლეთ ფქვილში და შეწვით.
  6. თუ ღუმელში გამოაცხობთ, მშინ კერძი გამოვა მეტად დიეტური. შეგიძლიათ გამოიყენოთ საფანელი, რათა გახდეს მეტად ხრაშუნა.

გემრიელად მიირთვით!