ქათმის სალათი ბულგარული წიწაკით. სტუმრები დამატებას მოგთხოვენ

349

Gastronomia.ge–ს რედაქცია ქათმის სალათის „წითელქუდას“ რეცეპტს გიზიარებთ. სადღესასწაულო სუფრისთვის შესაფერისია. ნოყიერი სალათი უნივერსალური ინგრედიენტებით გაგაოცებთ. მათი შეცვლით კერძის გემო არ დაზარალდება.

ქათმის სალათი ბულგარული წიწაკით

სალათი იმდენად პოპულარულია, რომ მომზადების რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ქათმით და ბულგარული წიწაკით ყველაზე გავრცელებულია. ქათმის ნაცვლად ხბოს ხორცი, ხოლო წიწაკის ნაცვლად ჭარხალი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასე გემოების საოცარი ტანდემი იქმნება. ასევე ქათმის ნაცვლად ზღვის პროდუქტი ან თევზი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ვეგეტარიანული ვარიანტიც არსებობს. ამ შემთხვევაში ხორცი ამოიღეთ. ქიშმიში, შავქლიავი და კაკალი დაუმატეთ. ხილ–ბოსტნეულის გემრიელ კომბინაციას მიიღებთ. რაც მთავარია, სალათს წითელქუდის დამახასიათებელი ფორმა უნდა მისცეთ. ასე სალათის სახელს სრულად წარმოაჩენთ.

ინგრედიენტები:

  • 300 გ მოხარშული ან შებოლილი ფილე
  • 200 გ პეკინის კომბოსტო
  • 2 პომიდორი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 2 კვერცხი
  • 200 გ ხმელი ყველი
  • მწვანე ბარდა
  • ბროწეულის მარცვლები

სოუსის ინგრედიენტები:

  • 200 გ მაიონეზი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 კონა ახალი მწვანილი
  • სანელებლები გემოვნებით

მომზადების წესი:

1. რეკომენდებულია, რომ თითოეული სტუმრისთვის სალათი ცალკე თეფშზე დააწყოთ. ასე პატარა ქუდებს მიიღებთ და სალათის ატმოსფერულ სახელს სრულად გადმოსცემთ. ბროწეულის მარცვლები ფერებს შემატებს, ხოლო გახეხილი ყველი ფუმფულა არშიას შექმნის.

2. მოხარშული ფილე დაჩილეთ. შებოლილი ხორცით უფრო გემრიელი გამოვა. სალათის პირველ ფენად ქათამი დააწყვეთ, შემდეგ მუჭა პეკინის კომბოსტო დაუმატეთ. შემდეგ კვერცხი, გახეხილი ყველი და ბულგარული წიწაკის ფენა დაუმატეთ

3. ფენებს შორის ცხარე სოუსი წაუსვით. წიწაკა ბარდით გააფორმეთ, სოუსი წაუსვით, პომიდორი დაუმატეთ. მასაც სოუსი წაუსვით და ბროწეულის მარცვლებით გააფორმეთ.

4. ყველი წვრილ სახეხზე გახეხეთ და მისგან თითოეული ქუდისთვის არშიები გააკეთეთ. ყველს ცოტა მაიონეზი და ქათმის ხორცი დაუმატეთ. პატარა ბურთები გააკეთეთ და სალათის ზემოთ პომპონად გამოიყენეთ. სტუმრების გაოცებას ნამდვილად შეძლებთ.

ყველაზე მთავარი, სხვადასხვა ინგრედიენტებით ლამაზი ქუდის შექმნაა, რომ ყველა სტუმარს მოეწონოს. ფანტაზია ჩართეთ და ლამაზი სალათი შექმენით.