ბორშის მომზადების შემდეგ ხშირად მრჩება კომბოსტო, რომელიც მაცივარში ფუჭდება. ამ ინგრედიენტის გაფუჭება გურმანისთვის დანაშაულია, ამიტომაც მისგან უნდა მოვამზადოთ გემრიელი სალათი.
ეს წვნიანი და ხრაშუმა ვიტამინებით სავსე კერძი, რომელიც მარტივად მზადდება ნმადვილად საოცრებაა.
ინგრედიენტები
- კომბოსტო 500გ
- 2 სტაფილო
- 1 ხახვი
- 1 ჭარხალი
- 1 წიწაკა ან ბულგარული
ინგრედიენტები მარინადისთვის
- 0,25 ჭიქა 9% ძმარი
- 0,5 სუფირს კოვზი მარილი
- 2-3 სუფრის კოვზი შაქარი
- 0,3 ჭიქა მცენარეული ზეთი
- 1 დაფნის ფოთოლი
- 2-3 კბილი ნიორი
- 1 ჭიქა წყალი
მომზადება
1.დააქუცამცეთ კომბოსტო.
2.გაასუფთავეთ სტაფილო და ჭარხალი. გახეხეთ სტაფილო.
3.დაჭერით წვრილად ხახვი. დააქუცამცეთ წიწაკა.
4.ქვაბში ჩაასხით ზეთი, წყალი, ძმარი, მარილი, შაქარი დაუმატეთ ნიორი და დაფნის ფოთოლი. მოათავსეთ ცეცხლზე. დადგით ცეცხლზე და გააცხელეთ, არ წამოადუღოთ.
გასიჯენთ მარინადი. დაუმატეთ ის რაც აკლია თქვენი აზრით.
ჩვეულებრივი ძმარი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ვაშლის ძმრით ან ლიმონის წვენით.
5.ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ქვაბში. რათა მარინადმა იმოქმედოს დიდი ხანი ის უდა მოათავსოთ შუშის ჭურჭელში.
6.მოასხით სალათს მარინადი.
7.დაელოდეთ მარინადის გაგრილებას და შეინახეთ სალათი გრილ ადგილას 24-48 საათი.
გემრიელად მიირთვით!