ნაზი და ფაფუკი ვანილის ბისკვიტი კარაქით, რომელიც არ იფშვნება

784

ჩვეულებრივ, ბისკვიტს კარაქის გარეშე ამზადებენ, მაგრამ ვანილის ბისკვიტის რეცეპტი ოდნავ განსხვავდება, რადგან ცოტა კარაქს უმატებენ. კარაქზე მომზადებული ბისკვიტი ნაზი და ფაფუკი გამოდის, თან არ იფშვნება. Gastronomia.ge-ს რედაქცია გირჩევთ ასე მომზადება აუცილებლად სცადოთ.

ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხი
  • 130 გრ შაქრის ფხვნილი
  • 130 გრ ფქვილი
  • 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი
  • 40 გრ კარაქი

მომზადების წესი:

  1. კვერცხის ცილას მწიკვი მარილი და ნახევარი შაქარი დაუმატეთ. მიქსერით მაღალ სიჩქარეზე მყარი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ.
  2. კვერცხის გული, შაქარი და ვანილის ექსტრაქტი ცალკე ათქვიფეთ. კვერცხის გული ცოტა უნდა გაღიავდეს და მოცულობაში გაიზარდოს.
  3. ამის შემდეგ ათქვეფილი კვერცხის გული და ცილა სილიკონის ჯოხით ნაზად აურიეთ. ფქვილი და გამაფხვიერებელი გაცერით, სასურველია 3 ნაწილად დაუმატოთ.
  4. ყოველჯერზე ჯოხით აურიეთ, ძალიან ნაზად და ფრთხილად გააკეთეთ, რომ ცომმა ჰაეროვნება არ დაკარგოს.
  5. კარაქი მიკროტალღურ ღუმელში, ჭურჭელში ან წყლის ორთქლზე გაადნეთ და ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ, ოდნავ თბილი უნდა იყოს. წინასწარ გააკეთეთ.
  6. კარაქი ცომს დაუმატეთ და კიდევ ერთხელ აურიეთ.
  7. ცომი ძალიან წელვადი, პრიალა და მდიდრული გამოვა.
  8. 18 სმ დიამეტრის ფორმას პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ და ცომი ჩაასხით.
  9. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით აცხვეთ. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ.
  10. გემრიელად მიირთვით!