ერთხელ, როდესაც ჩემი მეუღლე და უმცროსი ვაჟი სახლში მარტო დარჩნენ, მათ ერთგვარი ექსპერიმენტის მოწყობა გადაწყვიტეს. მათ რაიმე ტკბილი და გემრიელის მომზადება სურდათ.
ჩემმა ქმარმა კი გადაწყვიტა, გამოეცხო ორცხობილა შედედებული რძის შიგთავსით. ორცხობილა იმდენად გემრიელი აღმოჩნდა, რომ მე მას ყოველ დღე ვაცხობ. დღეს სწორედ ამ ორცხობილას რეცეპტს გაგიზიარებთ.
ორცხობილა შედედებული რძით
ინგრედიენტები
- 380 გრ შედედებული რძე
- 180 გრ კარაქი
- 450 გრ ფქვილი
- 1,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
მომზადების წესი
1. საშუალო ზომის თასში ჩაყარეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი.
2. განცალკევებით გაადნეთ კარაქი, ჩაასხით მასში შედედებული რძე და კარგად მოურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ.
3. კარაქისა და შედედებული რძის ნაზავს თანდათან დაუმატეთ ფქვილი და მუდმივად მოურიეთ. ცომი გამოვა მკვრივი, საშუალო ზომის.
4. დაჭერით ცომი მცირე ზომის ნაჭრებად, შემდეგ თითოეული ნაჭერი დაამრგვალეთ ბურთივით. საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დაალაგეთ დამრგვალებული ცომი მასზე. იმისათვის, რომ ყველა ორცხობილა თანაბარი სისქის იყოს, დაადეთ თითოეულს ჩანგალი ზემოდან.
5. ორცხობილა გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში ზუსტად 15 წუთის განმავლობაში.
ორცხობილა უნდა გამოვიდეს მოვარდისფრო, რბილი და არომატული. იგი არ უნდა იყოს ზედმეტად ტკბილი.