ძალიან ცხარე ქართული აჯიკა

1979

აჯიკის უამრავი რეცეპტი არსებობს. დღეს “გასტრონომია” შემოგთავაზებთ ამ ბევრისთვის საყვარელი ცხარე სოუსის კლასიკურ რეცეპტს. აჯიკა განსაკუთრებით უხდება ხორცის კერძებს, მისი ინტენსიური არომატი საგრძნობლად ამდიდრებს კერძების გემოს.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ცხარე წიწაკა
  • 100 გრ ნიგოზი
  • 2 კბ ნიორი
  • 0,5 ჩ.კ. დარიჩინი
  • 2 ს.კ. ხმელი სუნელი
  • 200 გრ მარილი
  • 1 ს.კ. ქონდრის თესლი

მომზადება

  1. მოაჭერით წიწაკას ყუნწები, დადეთ მზეზე 4 საათის განმავლობაში. დაჭერით და დანაყეთ, დაუმატეთ ნელ-ნელა დარიჩინი, ხმელი სუნელი და ქონდრის თესლები.
  2. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ნიგოზი და ნიორი, დაუმატეთ დანარჩენ მასას მარილთან ერთად. მოურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე.
  3. შეინახეთ აჯიკა ქილაში. ასეთი ნაზავი ძალიან ცხარეა და არ ფუჭდება, ამიტომ შეგიძლიათ მაცივარში არ შედგათ.

მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგორბებს!