ვაფლის ხვეულები ვაფელნიცის გარეშე

1460

ზოგი დიასახლისი ვაფელნიცით მომზადებული ვაფლებით ამაყობს. მე მათ ვუყურებ და ვფიქრობ ” ჩემი ვაფლები არაფრით არ ჩამოუარდებათ მათს, იმის მიუხედავად, რომ ვაფელნიცა არასდროს მქონია”. ძველი წესით ტაფაზე მომზადებული ვაფლები უგემრიელესია.

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ უმაგრეს რეცეპტს და რჩევებს მოგცემთ შიგთავსის შესახებ.

ინგრედიენტები

  • 3 კვერცხი
  • 150გ შაქარი
  • 100მლ რძე
  • 200გ ფქვილი
  • 100გ კარაქი
  • მწიკვი ვანილი
  • მწიკვი მარილი

მომზადება

  1. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, რათა გამოვიდეს ამოფუებული მასა.

2.დაუმატეთ რძე, ვანილი და მწიკვი მარილი.

3.გაალღვეთ კარაქი. ჩაასხით თბილი კარაქი. ისევ კარგად ათქვიფეთ მიქსერით.

4.გაცერით ფქვილი, ნელ-ნელა დაუმატეთ ცომს, ამავდროულად არ შეწყვიტოთ თქვეფა. ცომი უნდა გამოვიდეს ერთგვაროვანი.

5.მშრალი ტაფა მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე. ერთი კოვზი ცომი გადაანაწილეთ ტაფაზე თანაბრად. შეწვით ორივე მხრიდან.

6.ცხელი ვაფლი სწრაფად დაახვიეთ. გაგრილების შემდეგ ამოავსეთ კრემით. მე ძალიან მიყვარს ხვეულები მოხარშული შედედებული რძით.

Electric mixer beats mass of batter in the kitchen

ვაფლი გამოდის ხრაშუნა და უგემრიელესი. აუცილებლად მოამზადეთ.

გემრიელად მიირთვით!