ტორტი – შარლოტკა ბაზილიკით და მარწყვით

1141

ამ რეცეპტის მიხედვით ჩვენ მივიღებთ 2კგ დესერტს, დაგვჭირდება 300-400გ მარწყვი.

აუცილებლად სცადეთ მისი მომზადება!

ინგრედიენტები

  • სავოიარდის ორცხობილა 500გ
  • მარწყვის წვენი 250მლ
  • მარწყვი 300გ
  • ნაღები 200მლ
  • ყველი მასკარპონე 500გ
  • შაქრის ფქვნილი 80გ
  • შაქარი 50გ
  • ჟელატინი 12გ
  • ბაზილიკი 1-2 სუფრის კოვზი

მომზადება

  1. მასკარპონეს დაუმატეთ დაქუცმაცებული ბაზილიკი და მოათავსეთ მაცივარში.
  2. ათქვიფეთ ნაღები და ისიც შეინახეთ მაცივარში. ბილი წყალი დაასხით ჟელატინს, რათა ამოფუვდეს.
  3. მარწყვის ნაწილი აქციეთ პიურედ, მიღებული მასა გააცხელეთ და დაუმატეთ შაქარი, ჟელატინი. გადმიტანეთ ცეცხლიდან გასაგრილებლად.
  4. მასკარპონეს დაუმატეთ შაქრის ფხვნილი, ათქვეფილი ნაღები და პიურე. გამოწურეთ.
  5. ორცხობილები ჩაალაგეთ ფორაში. ორცხობილის შიდა მხარე დანამეთ წვენით.
  6. კრემის ნახევარი მოათავსეთ ორცხობილაზე, გადაანაწილეთ კიდევ ერთი ფენა სავოიარდი და შეინახეთ მაცივარში მთელი ღამე.

გემრიელად მიირთვით!