მწვადი კარტოფილით და ხორცით – მადისაღმძვრელი არომატების მიქსი!

541

ბუნებაში სეირნობა და დასვენება უსაზღვრო სიამოვნებას მანიჭებს. სუფთა ჰაერზე კერები უფრო გემრიელია. ბუნებას ყველაზე მეტად მწვადი უხდება. თუ მზადებისთვის დიდი დრო არ გაქვთ, ეს რეცეპტი ნმადვილად გადაგარჩენთ.

მხოლოდ 2 ინგრედიენტი და საყვარელი სანელებლები. ხორცს და კარტოფილს ცალ-ცალკე ვამარინადებ. საოცარი არომატები ტრიალებს!

ინგრედიენტები

  • კარტოფილი 6 ცალი
  • ღორის ხორცი 300გ
  • ბაზილიკი 0,5-1 ჩაის კოვზი
  • პაპრიკა 1-2 ჩაის კოვზი
  • მარილი და შავი წიწაკა

მომზადება

1.გაასუფთავეთ კარტოფილი და დაჭერით. დაუმატეთ მარილი, ბაზილიკი და მოურიეთ.

2.დაჭერით ხორცი, მოაყარეთ მარილი, წიწაკა და პაპრიკა. ხელით შეაზილეთ სანელებლები ხორცს.

3.კარტოფილი და ხორცი ააცვით ხის წკირზე.

4.მჭიდროდ შეკარით ფოლგაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 50 წუთი.

გემრიელად მიირთვით!