გარგარის მურაბა “მარმელადისებური”

766

ადრე გარგრის ჯემს არ ვუმატებდით თვითონ ხილის და შაქრის გარდა არაფერს. გემო ნამდვილად საოცარი ქონდა. შემდეგ დაიწყეს ექსპერიმენტები, დიასახლისები უმატებდნენ ლიმონის წვენს, ჟელატინს და ნიგოზსაც კი.

ეს რეცეპტი სისწრაფის გამო მომწონს. ამ მეთოდით მომზადებული მურაბა ძალიან გავს მარმელადს. ჟელატინის ნაცვლად მე ვიყენებ აგარ-აგარს. კონსესტენცია გამოდის იდეალური.

ინგრედიენტები

  • გარგარი 1,5კგ
  • შაქარი 1,2კგ
  • ლიმონი 0,5 ცალი
  • წყალი 50მლ
  • აგარ-აგარი 10გ

მომზადება

1.გარეცხეთ მწიფე გარგარი. მოაშორეთ კურკა. გადაიტანეთ ქვაბში, მოაყარეთ შაქარი და მოასხით წყალი.

2.მოხარშეთ გარგარი დაბალ ცეცხლზე, ურიეთ. დაუმატეთ ლიმონის წვენი. ისევ მოურიეთ. მოხარშეთ დაახლოებით 20 წუთი.

3.ფრთხილად მოურიეთ მასას. აგარ-აგარს დაასხით 50 მლ ოთახის ტემპერატურის წყალი.

4.მოურიეთ და დაუმატეთ აგარ-აგარი მურაბას. მოხარშეთ 3 წუთი.

5.მზა მურაბა ჩაასხით სტერილურ ქილებში, დააფარეთ თავსაფარი. გადმოაბრუნეთ ქილები და შეფუთეთ პლედში. შეინახეთ გრილ ადგილას.

გემრიელად მიირთვით!