ტორტი სნიკერსი ცხობის გარეშე. ისეთი გემრიელია, თითებს ჩაიკვნეტთ

1236

Gastronomia.ge-ს რედაქცია ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ბატონის მოტივებით გემრიელ და მარტივ ტორტს გთავაზობთ. სუფრაზეა ტორტი სნიკერსი ცხობის გარეშე. შოკოლადის ფხვიერი ფენა, ნაზი ჟელე და, რა თქმა უნდა, ბევრი კარამელი და მიწისთხილი.

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 200 გრ ფხვიერი ორცხობილა
  • 50 გრ კარაქი
  • 1 ს/კ კაკაოს ფხვნილი

რბილი ფენის ინგრედიენტები:

  • 400 გრ არაჟანი
  • 400 გრ მოხარშული შესქელებული რძე
  • 20 გრ ჟელატინი
  • 100 მლ ცივი წყალი

კარამელის ფენის ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ ფქვილი
  • 100 მლ რძე
  • 100 გრ შაქარი
  • 50 გრ კარაქი
  • 150 გრ შემწვარი მიწისთხილი

მომზადების წესი:

1. ყველა აუცილებელი ინგრედიენტი მოიმარაგეთ. ჟელატინს ცივი წყალი დაასხით და იმდენი ხნით გააჩერეთ, რამდენიც შეფუთვაზეა მითითებული.

2. ბისკვიტის ფენისთვის ფხვიერი ორცხობილა ნებისმიერი მოსახერხებელი მეთოდით დაფშვენით. თასში კარაქი გაადნეთ, ფხვიერი ნაფშვენი და კაკაო დაუმატეთ.

3. კარგად აურიეთ. ნარევი სველ ქვიშას ჰგავს.

4. გასახსნელი ფორმის გვერდებზე (17 სმ დიამეტრი) სქელი ცელოფანი ჩადეთ. ფორმის ძირში ბისკვიტის ფენა მოათავსეთ და კოვზით ან ჭიქით ჩატუმბეთ. მაცივარში შეინახეთ.

5. რბილი ფენისთვის არაჟანი და მოხარშული შესქელებული რძე აურიეთ.

6. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. ჟელატინი წყლის ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში (10-15 წამი საკმარისია) გაადნეთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ აადუღოთ. კრემს თანდათან დაუმატეთ და შეუჩერებლივ ათქვიფეთ.

7. ბისკვიტის ფენას დაასხით და მაცივარში 1 საათით გააჩერეთ. ფენა უნდა შეიკრას.

8. ღრმა ტაფაში ფქვილი ჩაყარეთ და მსუბუქ ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. კარაქი დაუმატეთ.

9. კარაქი გაადნეთ და შაქარი დაუმატეთ.

10. შეწვით, მუდმივად აურიეთ, სანამ შაქარი დნობას არ დაიწყებს. რძე აადუღეთ და მცირე ულუფებად კარამელს დაუმატეთ.

11. სქელი, წელვადი ყავისფერი მასის მიღებამდე ხარშეთ.

12. გამაგრებულ ჩიზქეიქზე კაკალი მოაყარეთ. ამ შემთხვევაში მიწისთხილი შემწვარი და მარილიანია. თქვენ შეგიძლიათ ჩვეულებრივი გამოიყენოთ, ოღონდ წინასწარ ტაფაზე გამოაშრეთ, ხოლო თავად კარამელს მარილი დაუმატეთ.

13. გაგრილებული კარამელი ზემოდან მოასხით. წინასწარ ფორმის გვერდებს ცხიმი წაუსვით, რომ კედლებს არ მიეკვრას.

14. ტორტი ცხობის გარეშე 4-6 საათით მაცივარში შეინახეთ, რომ გამაგრდეს.

15. ტორტი დაჭერით და სუფრაზე გაიტანეთ.

გემრიელად მიირთვით!