რატომ უნდა მივიღოთ ღორის ქონი? ერთი პროდუქტი მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის საწინდარია

6688

ღორის ქონი – უნიკალური უძველესი პროდუქტი, რომელსაც საპატიო ადგილი უჭირავს თითქმის ყველა ქვეყნის სამზარეულოში. ამ პროდუქტის ფართო გამოყენება მთელი მსოფლიოს მასშტაბით განპირობებულია არა მხოლოდ მისი სასარგებლო თვისებებისა და კალურიულობის, არამედ ამ პროდუქტისთვის დამახასიათებელი ნეიტრალური გემოსა და სუნის გამო.

დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ ღორის ქონის გამოყენებისა და მისი სასარგებლო თვისებების შესახებ. ჯერ კიდევ ჩვენი შორეული წინაპრები იყენებდნენ მოცემულ პროდუქტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების, მათ შორის სიმელოტისა და ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ღორის ქონი

რა თქმა უნდა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროდუქტი, ღორის ქონი შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზიაში, თუმცა სახლში დამზადებული პროდუქტი, ეჭვგარეშეა, გაცილებით სასარგებლო და გემრიელია. მისი დამზადების მეთოდი საკმაოდ მარტივია: ვიღებთ ღორის ქონს, მთლიანად ვასუფთავებთ ხორცისგან და ვალბობთ წყალში 12 საათის განმავლობაში, პერიოდულად აუცილებლად ვუცვლით წყალს. კარგად დამბალ ქონს ვჭრით პატარა ნაჭრებად და ვიწყებთ დაბალ ცეცხლზე მისი გადნობის პროცესს, წყლის სრულ აორთქლებამდე. წარმოქმნილი ნახევრადგამჭვირვალე ცხიმი გადაგვაქვს მინის ქილაქში ან კერამიკის ქოთანში, მჭიდროდ ვაფარებთ თავს და ვტოვებთ გარკვეული პერიოდით.

ღორის ქონი გამოიყენება ხორცისა და ბოსტნეულის შესაწვავად, მას ხშირად ამატებენ ცომეულშიც და იყენებენ სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმის დასამზადებლად, თუმცა მისი გამოყენების ყველაზე სასარგებლო გზა – მცირე რაოდენობით პურზე გადასმა, დამარილება და პირდაპირ მირთმევაა. სურვილისამებრ, შეგიძლიათ ნივრის, პოლპილის, მწვანილების ან სასურველი სანელებლების დამატებაც.

რატომ უნდა მივირთვათ ღორის ქონი პერიოდულად? მოცემული პროდუქტის სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე ნამდვილად შეუფასებელია. მიუხედავად იმისა, რომ თერმული დამუშავების დროს ქონი კარგავს სასარგებლო ელემენტების გარკვეულ ნაწილს, მასში მაინც ჭარბად რჩება გოგირდი, B4, E და D ვიტამინები.

ვიტამინ B4 (ქოლინი) აწესრიგებს ცხიმებისა და ცილების ცვლის პროცესს, სასარგებლო გავლენა აქვს გულის მუშაობაზე, თავიდან გვარიდებს თრომბების ფორმირებას და აჯანსაღებს ღვიძლს. რაც შეეხება E ვიტამინს, ის ამაგრებს სისხლძარღვებს, თავიდან გვარიდებს სისხლის შედედებას და ხელს უწყობს ქსოვილებს აღდგენაში.

უძველესი დროიდან ღორის ქონი გამოიყენება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიცაა: სახსრების ტკივილი, ეგზემა, გაციება და ა.შ. გარდა შინაგანად მიღებისა, ქონით იმუშავებენ უშუალოდ სხეულის მტკივან ზედაპირსაც.

რაც შეეხება სიმელოტეს, მის დასამარცხებლად ქონს იზელენ თავის კანში, იჩერებენ რამდენიმე წუთით და შემდეგ თავს თბილი წყლით იბანენ.

თუ მუხლის სახსარი გტკივათ, დაიმუშავეთ ის ღორის ქონით, შემოიხვიეთ პარკი, ზემოდან თბილი ქსოვილი და დაიტოვეთ მთელი ღამით. მეტი ეფექტურობისთვის, ქონში მცირეოდენ თაფლსაც ურევენ. თუ ამ პროცედურას რეგულარულად ჩაიტარებთ, მდგომარეობის გაუმჯობესებას ხანმოკლე დროში შენიშნავთ.

კოსმეტოლოგიაში ღორის ქონი გამოიყენება კანის გასაწმენდად, ანთების ჩასახშობათ და თმის ძირების გასამაგრებლად. D ვიტამინი, რომელიც დიდი რაოდნობითაა ქონში, ანელებს კანის დაბერების პროცესს, აგლუვებს და არბილებს მას. ვიტამინ B4 აუმჯობესებს კანის უჯრედების აღდგენის პროცესს და უბრუნებს მას სიმტკიცეს, E ვიტამინი აგლუვებს კანის ზედაპირს, ხოლო გოგირდი – გვიცავს გამონყარის გაჩენისგან.

ზემოთ ჩამოთვლილი კოსმეტოლოგიური ეფექტების მისაღწევად, მცირე რაოდენობით ღორის ქონს იზელენ წრიული მოძრაობით კანში 7-10 წუთის განმავლობაში და შემდეგ იშორებენ ქაღალდის ხელსახოცით. მეტი ეფექტურობისთვის, პროცედურის შემდეგ რეკომენდებულია კანზე დამატენიანებელი კრემის წასმა.

ჩვენი დიდი ბებიები და ბაბუები სხვადასხვე გემრიელი კერძების შესაწვავად ყოველთვის ღორის ქონს იყენებდნენ და შესაბამისად, მათ გაცილებით ნაკლებად აწუხებდათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. დღეს, როდესაც ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა მცენარეული ზეთები კერძების შესაწვავად, მსგავსი პრობლემებისგან თითქმის ყოველი მეორე ადამიანი იტანჯება.

ღორის ქონის გამოყენება არ არის რეკომენდებული ადამიანებისთვის, რომელთაც ჭარბი წონა ან ნაღვლის გამომუშავებასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. ყველა სხვა შემთხვევაში ღორის ქონი, რა თქმა უნდა, გონივრული რაოდენობით, სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, რათა მათაც იცოდნენ ღორის ქონის ამ გასაოცარი თვისებების შესახებ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!