ტრადიციული თურქული დესერტი-სიროფში ამოვლებული ფუნთუშები

1989

მე ძალიან ხშირად ვიყენებ მოხარშულ ცომს, მისგან ხომ არა მხოლოდ კრემიანი შუს ან ეკლერის, არამედ ბლინებისა და პელმენების მომზადებაც შეიძლება. მე საკმაოდ მკვრივი, მაგრამ ამავდროულად ფაფუკი ტექსტურა მომწონს, რომლისგანაც რბილი და ჰაეროვანი დესერტი მზადდება.

მაგრამ, ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო ის ფაქტი, რომ მოხარშული ცომისგან შეიძლებოდა სიროფში ამოვლებული ფუნთუშების მომზადება, რომელიც ტრადიციული თურქული დესერტი გახლავთ. ამ გემრიელობის რეცეპტი თვით სასტუმროს რესტორნის შეფ-მზარეულმა გამიზიარა. აუცილებლად შეინახეთ ეს რეცეპტი თქვენც და მოამზადეთ ეს შესანიშნავი ტკბილეული!

ინგრედიენტები

  • 150 გრ ფქვილი
  • 250 გრ შაქარი
  • 50 გრ კარაქი
  • 200 მლ მზესუმზირის ზეთი
  • ბერძნული კაკალი გემოვნებით
  • 750 მლ წყალი
  • 2 ც კვერცხი
  • 0,5 ც ლიმონი
  • მწიკვით მარილი

მომზადების წესი 

1. შაქრის სიროფის მოსამზადებლად მოსახერხებელ ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთს შაქარი, 500 მლ წყალი და ნახევარი ლიმონის წვენი. მოადუღეთ ნაზავი და დამატებით 10 წუთით კიდევ ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ სიროფი არ შესქელდება. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.

2. ცალკე თასში შეურიეთ ერთმანეთს 250 მლ წყალი, მარილი და კარაქი. დაბალ ცეცხლზე მოადუღეთ ნაზავი, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი კონსისტენცია. შემდეგ დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მუდმივად მოურიეთ, მოხარშეთ ცომი. როდესაც ცომი არ მიეკრობა ჭურჭელს და ადვილად მოცილდება მას, გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და გააცივეთ.

3. გაცივებულ ცომს თანდათან დაუმატეთ კვერცხი და ყოველ ჯერზე კარგად მოურიეთ მასას. თქვენ უნდა მიიღოთ ფაფუკი ცომი, მისი კონსისტენცია პლასტელინის მსგავსი უნდა იყოს. გაყავით ცომი პატარა ზომის ნაჭრებად (დაახლოებით კვერცხის ზომის). ცომის თითოეული ნაჭერი დაამრგვალეთ და შუაგული თითით ოდნავ ჩააღრმავეთ.

4. ღრმა ტაფაში ან ქვაბში გააცხელეთ მზესუმზირის ზეთი და მოათავსეთ მასში ფუნთუშები, კარგად შეწვით ისინი ყველა მხარეს, სანამ არ მიიღებენ სასიამოვნო ოქროს ფერს, შემდეგ ნახვრეტებიანი კოვზით ამოალაგეთ და შაქრის სიროფში მოათავსეთ მზა ფუნთუშები. დანით წვრილად დაჭერით კაკალი ან უბრალოდ დააბლენდერეთ, შემდეგ კი ფუნთუშებზე არსებულ პატარა “ღრმულებში” ჩაყარეთ.

ბერძნული კაკლის ნაცვლად შეგიძლიათ ვიშნის, მოცვის ან ნებისმიერი სასურველი კენკრის მურაბა და ჯემი გამოიყენოთ. გემრიელად მიირთვით!