ბევრს გონია, რომ ამ დესერტს “პრაღა” ჩეხეთის დედაქალაქის საპატივცემულოდ ჰქვია. სინამდვილეში ეს დესერტი შექმნა საკონდიტრო ქარხნის უფროსმა, რუსეთში რესტორნის “პრაღა”-ს მფლობელმა მიხაილ გურლნიკოვმა. დიდი ხნის განმავლობაში რეცეპტი გასაიდუმლოებული იყო. მაგრამ საუკეთესო დიასახლისებმა შეძლეს რეცეპტის გამოცნობა.
დღეს დღეობით ამ დესერტის უამრავი ვარიაცია არსებობს. დღეს ჩვენ მოვამზადებთ საუკეთეო ვარიანტს. ფირფიტების მოსამზდებლად კარაქის ნაცვლად მცენარეული ზეთი დაგჭირდებათ, ამიტომაც ფირფიტები გამოდის საოცრად ფაფუკი.
ინგრედიენტები ბისკვიტისთვის
- 230გ (180გ + 45გ ) შაქარი
- 200გ ფქვილი
- 1-2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- 170მლ წყალი
- 60გ კაკაო
- 11/3 სუფრის კოვზი ხსნადი ყავა
- 8 კვერცხსი ცილა
- 5 კვერცხის გული
- 1/4 ჩაის კოვზი სოდა
- 1/4 ჩაის კოვზი მარილი
- 125მლ მცენარეული ზეთი
ინგრედიენტები კრემისთვის
- 200გ კარაქი
- 3 კვერცხის გული
- 4-6 სუფრის კოვზი შედედებული რძე
- 1/4 ჭიქა წყალი
- 60გ შოკოლადი
- 1 სუფრის კოვზი კონიაკი
ინგრედიენტები მინანქრისთვის
- 3 სუფრის კოვზი შაქარი
- 2 სუფრის კოვზი კაკაო
- 2 ჩაის კოვზი გამღვალი კარაქი
- 50გ ჯემი
- 6 სუფრის კოვზი წყალი
მომზადება
1.დავიწყოთ ბისკვიტის მომზადება: კაკაოს დაუმატეთ ყავა და წყალი. განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. ათქვიფეთ კვერცხის გული და 180გ შაქარი, ნელ-ნელა მოასხით ზეთი. კვერცხის მასა დაუმატეთ ყავის მასა. კარგად მოურიეთ, დაუმატეთ გამაფხვიერებელი, ფქვილი და სოდა.
ცილა ათქვიფეთ დარჩენილ შაქართან ერთად, დაუმატეთ მთავარ მასას. ცომი ჩაახით ფორმაში და გამოაცხვეთ 160 გრადუსზე 50 წუთი. პირველი 30 წუთი ღუმელი არ გააღოთ, რათა ბისკვიტი არ ჩავარდეს.
მზა ბისკვიტი გააგრილეთ. გამოიტანეთ ღუმელიდან და დატოვეთ 5-6 საათი.
2.მოვამზადოთ კრემი: კვერცხის გულს დაუმატეთ 1/4 ჭიქა წყალი, შედედებული რძე. კარგად მოურიეთ და მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე. როცა კრემი შესქელდება, გადმოუიტანეთ ცეცხლიდან და დაუმატეთ შოკოლადი. კრემი დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე.
ცალკე ათქვიფეთ კარაქი და ნელ-ნელა გადაურიეთ კრემს. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ 1 სუფრის კოვზი კონიაკი.
3.მოვამზადოთ მინანქარი: მისთვის განკუთვნილი ინგრედიენტები მოათავსეთ ცეცხლზე. 2-3 წუთი – და მინანქარი მზად არის.
4.ბიკვიტი გაჭერით 3 ნაწილად და თითოეულს წაუსვით კრემი. ზემოდან წაუვსით ჯემი, მოასხით მინანქარი. მოათავსეთ მაცივარში 30 წუთი.
გემრიელად მიირთვით!