შოკოლადისა და თაფლის ტორტი მოხარშული კრემით

1295

ეს რეცეპტი ძალიან გამოგადგებათ, მისი მეშვეობით თქვენი სადღესასწაულო მაგიდას უგემრიელესი ტორტი დაამშვენებს.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • 1 კვერცხი
  • 150გ შაქარი
  • 30გ მარგარინი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი
  • 3 სუფრის კოვზი რძე
  • 400გ ფქვილი
  • 2-3 სუფრის კოვზი კაკაო

კრემისთვის

  • 1 კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 100გ შაქარი
  • 300მლ რძე
  • 300გ კარაქი
  • ნიგოზი

მინანქრისთვის

  • 100გ შოკოლადი
  • 100გ კარაქი

მომზადება

  1. კაკაოსა და ფქვილი გარდა დანარჩენი ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთს  და დაბალ ცეცხლზე გაალღვეთ.
  2. გადმოიტანეთ ცეცხლიდან, დაუმატეთ კაკაო და ფქვილი, მოზილეთ ცომი.
  3. გააბრტყელეთ და ამოჭერით ბლინის ხომის ნაჭრები, გამოაცხვეთ ფქვილიან ზედაპირზე.
  4. ფირფიტებიდან ჩამოფერთხეთ ფქვილი.
  5. კავერცხს დაუმატეთ შაქარი, ფქვილი და ათქვიფეთმ პროცესში ჩაასხით რძე.
  6. მოარშეთ კრემი წყლის აბაზანაზე ან ძალიან დაბალ ცეცხლზე, ურიეთ განუწყვეტლივ შესქელებამდე.
  7. გააგრილეთ. ათქვიფეთ რბილი კარაქი და დაუმატეთ კრემის მასას, არ შეწყვიტოთ თქვეფა.
  8. კორჟებს წაუსვით კრემი, მოაყარეთ ნიგოზი. დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 1-2 საათი.
  9. წყლის აბაზანაზე გაალღვეთ შოკოლადი და კარაქი, მიღებული მასა მოასხით ტორტს.
  10. მოათავსეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!