ტოლმა ყველას ძალიან უყვარს!
ინგრედიენტები
- კომბოსტო
- 500გ ფარში
- 100გ ბრინჯი
- 150გ ხახვი
- 150გ სტაფილო
- მარილი, წიწაკა, მცენარეული ზეთი
- 300გ არაჟანი
- 300გ პომიდვრის პასტა
- 2 კბილი ნიორი
- მწვანილი
მომზადება
- ბრინჯი ნახევრად მოხარშეთ.
- კომბოსტოს მოახსენით ფოთლები. დიდ ქვაბში აადუღეთ წყალი და მოათავსეთ კომბოსტოს ფოთლები 2-3 წუთი. გააგრილეთ ფოთლები.
- დააქუცმაცეთ ხახვი, გახეხეთ სტაფილო. მოთუშეთ ხახვი, დაუმატეთ სტაფილო და მოთუშეთ.
- ფარშს დაუმატეთ ბრინჯი, დაუმატეთ ხახვი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
- კომბოსტოს ფურცელზე მოათავსეთ შიგთავსი, დაახვიეთ რულეტისებირად.
- სოუსისთვის ჯამში მოათავსეთ პომიდვრის პასტა, არაჟანი და დაჭყლეტილი ნიორი. მოაყარეთ მარილი და მოურიეთ.
- ტაფაზე დაასხით ზეთი, შეწვით ტოლმა ზემოთა მხრიდან. დაუმატეთ სოუსი და წყალი, ისე რომ დაიფაროს კერძი.
- მოთშეთ თავდახურულად 35-40 წუთი. მოაყარეთ მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!