ფარნგული ცივი სოუსი ტარტარი ეჭვგარეშე ყველას უყვარს. მე დღეს ამ საოცრების განსხვავებულ ვარიანტს, ჩემს ინტერპრეტაციას შემოგთავაზებთ.
ეს სოუსი ძალიან უხდება ხორცს, თევზს, კარტოფილს და ბოსტნეულს.
ინგრედიენტები
- კვერცხი 2 ცალი
- მწყერის კვერცხი 4 ცალი
- ზეითუნის ზეთი 0,5 სუფრის კოვზი
- მწნილი კიტრი 2 ცალი
- დიჟონური მდოგვი 1 სუფრის კოვზი
- ლიმონის წვენი 1 ჩაის კოვზი
- შავი წიწაკა, მწვანლი და მწვანე ხახვი
მომზადება
1.მოხარშეთ კვერცხი. გააგრილეთ, გაასუფთავეთ, განაცალკევეთ ცილა და გული. მოხარშულ გულს დაუმატეთ უმი მწყრის კვერცხის გული. დაუმატეთ მდოგვი და მოურიეთ.
2.ნელ-ნელა ჩაასხით ზეთი. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კიტრი, გახეხილი ცილა, კამა და ხახვი.
3.მოასხით არაჟანი, ლიმონის წვენი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
გემრიელად მიირთვით!