სტაფილოს ჩხირები ნიორით და გახეხილი ყველით

თუ ბოსტნეული არ გიყვართ ესხემსი თქვენს გულს მაინც მოიგებს და თქვენს მენიუში ღირსეულ ადგილსაც დაიკავებს. გარდა იმისა, რომ ის სწრადი კვების კერძებზე გაცილებით გემრიელია, ამავდროულად სასარგებლოც არის!

მართლია ადამიანების უმეტესობას სტაფილოს ჭამა არასასიამოვნო ასოციაციებს უჩენს და მადასაც უფუჭებს, ამრგამ, გარწმუნებთ ამ ბოსტნეულის გემო ძალიან გემრიელი და გაჯერებულიც იყოს. დაუმატეთ სტაფილოს ჩხირებს ნიორი და გახეხილი ყველი, შეაზავეთ მშრალი ოხრახუშით და შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ!

ინგრედიენტები

  • 2-3 ცალი სტაფილო
  • 0.25 ჭიქა გახეხილი მაგარი ყველი
  • 1 სუფრის კოვზი ნიორის ფხვნილი
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • მარილი და ჭიჭაკა გემოვნებით
  • 0.25 ჭიქა ახალი ან მშრალი ოხრახუში

ინგრედიენტები სოუსისთვის

  • 2 სუფრის კოვზი ნეიტრალური იოგურტი
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • მარილი, წიწაკა და ნიორი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. გარეცხეთ სტაფილო, გათლა საჭირო არ არის, თუმცა სურვილის შემთევვაში შეგიძლიათ გათალოთ
2. დაჭერით სტაფილო გრძელ ჩხირებად.

3. სტაფილოს ჩხირები ჯამში ჩაყარეთ, დაუმატეთ ზეთი, მარილი, ყველაზე წვრილ სახეხზე გახეხილი ყველი (ან პარმეზანის ფხვნილი), წიწაკა და ნიორის ფხვნილი. ოხრახუში შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ახალი ასევე გამხმარიც. თუმცა ნიორი აუცილებლად ფხვნილი სახით უნდა იყოს.

4. სტაფილოს ჩხირები სუნელებში კარგად გადაურიეთ, ისე რომ ჩხირები სუნელებსა და ზეთში კარგად ამოევლოს.
5. ჟარუნას პერგამენტი გადააფარეთ და ჩხირები ზედ მოათავსეთ ისე, რომ მათ შრორის დაშორება დარჩეს.

6. ჟარუნა წინასწარ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში შედგით და 30-35 წუთი აცხვეთ, პერიოდულად გადააბრუნეთ ჩხირები და შეამოწმეთ მათი მზაობაც. თუ ჩანგალი სტაფილოში იოლად ერჭობა და რბილობი გამუქდა და მოოქროსფრო გახდა ე.ი. სტაფილოს ჩხირები მზად არის!

7. სოუსად ჩვეულებრივი იოგურტი გამოგადგებათ – ყოველგვარი შაქრისა და დანამატების გარეშე. ჩაუმატეთ მას ლიმონის წვენი და სუნელები.