წლების მიერ გამოცდილი ხაჭოს შტოლენის რეცეპტი

533

ყოველ წელს კლასიკურ შტოლენს ვაცხობ, ნათესავებს და მეგობრებს ვუზიარებ. აი, ხაჭოს შტოლენის მომზადება დიდი ხანია მსურდა, თუმცა რაღაც მაჩერებდა. ვფიქრობდი, რომ მძიმე და ზედმეტად რთულია, მაგრამ ასე არაა. უფრო მარტივი და მსუბუქი აღმოჩნდა. დამწყებიც ადვილად გაუმკლავდება. რეცეპტი თანამშრომელმა გამიზიარა. შტოლენს წლებია ამ რეცეპტით აცხობს.

Gastronomia.ge-ს რედაქცია საოცრად გემრიელი ხაჭოს შტოლენის მომზადების ინსტრუქციას გიზიარებთ. პირდაპირ პირში დნება!

ცომის ინგრედიენტები:

  • 550 გრ ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 15 გრ გამაფხვიერებელი
  • 200 გრ შაქარი
  • 10 გრ ვანილის შაქარი
  • 4 ს/კ ნუშის ფქვილი
  • 300 გრ ხაჭო
  • 250 გრ კარაქი
  • 0,5 ლიმონი
  • 1 ფორთოხლის ცედრა
  • 0,5 ჩ/კ კურკუმა
  • 1 ჩ/კ დარიჩინი
  • 0,5 ჩ/კ მიხაკი, ქინძი
  • 0,5 ჩ/კ მუსკატის კაკალი და ილი
  • მწიკვი მარილი
  • 0,5 ჩ/კ ბადიანი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 500 გრ ჩირი (ქიშმიში, შტოში, ალუბალი)
  • 150 გრ კაკალი
  • 200 გრ ცუკატი
  • 300 გრ „ლიმონჩელო“
  • 1 ფორთოხლის წვენი

მომზადების წესი:

1. როგორც მინიმუმ, გამოცხობამდე ერთი დღით ადრე „ლიმონჩელოსა“ და ფორთოხლის წვენში ჩირები 1 საათით ჩაალბეთ. შემდეგ ნარევი ქილაში გადაიტანეთ და თავსახური დაახურეთ. ასე ერთი დღე გააჩერეთ, პერიოდულად ქილა შეანჟღრიეთ. ჩვეულებრივ, ჩირის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ მუქი და ღია ქიშმიში, შტოში და ალუბალი. ცუკატებს ჩალბობა არ სჭირდებათ.

2. ცომის მოსამზადებლად ხაჭო სქელი არაჟნის მიღებამდე დააბლენდერეთ. თუ ასეთ მასას ვერ იღებთ, ცოტა არაჟანი დაუმატეთ.

3. სუნელები თქვენი გემოვნებით დაუმატეთ. სხვათა შორის, სიაში მოცემული ბადიანის, მიხაკის და სხვების ნაცვლად, შეგიძლიათ 2–3 ს/კ სანელებლების ნარევი კოჭის ნამცხვრის რეცეპტიდან გამოიყენოთ. ოთახის ტემპერატურის კარაქი შაქართან და ვანილთან ერთად ათქვიფეთ. საყვარელი სანელებლები და მარილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

4. ცომს კვერცხი დაუმატეთ, მიქსერით 1 წუთით ათქვიფეთ. შემდეგ ხაჭო და ნუშის ფქვილი დაუმატეთ. ორ ნაწილად ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. რბილი ცომი მოზილეთ. ჩირები, ცუკატები და კაკალი (სურვილისამებრ) დაუმატეთ. კაკალი წინასწარ ღუმელში გამოაშრეთ და დანით დააქუცმაცეთ.

5. ფქვილ მოყრილ მაგიდაზე ცომი ჩირებთან, ცუკატებთან და კაკალთან ერთად მოზილეთ, რომ ცომში თანაბრად გადანაწილდეს. თუ საჭიროა, ცოტა ფქვილი დაუმატეთ, მაგრამ ბევრი არ მოგივიდეს, რომ ცომი არ გამაგრდეს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ცომი რბილი იყოს, ამავდროულად მაგიდაზე არ გაიშალოს.

6. ცომი 2-3 ნაწილად გაყავით. თითოეული მართკუთხედად გააბრტყელეთ და კუთხიდან 1/3 ნაწილის დაშორებით საგორავით ჩაღრმავება გააკეთეთ. ახლა დიდი მხრიდან გადაკეცეთ. ასე ყველა შტოლენი გააკეთეთ. ზემოდან ცუკატები, ქიშმიში და შტოში მოაშორეთ, რომ არ დაიწვას.

7. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 60 წუთით მომზადებამდე აცხვეთ. მზა შტოლენს გამდნარი კარაქი უხვად წაუსვით და წვრილი შაქარი და შაქრის ფხვნილი უხვად მოაყარეთ.

გირჩევთ, რომ პერგამენტის ქაღალდში, შემდეგ ფოლგაში გაახვიოთ და ასე შეინახოთ. ჩვეულებრივ, შტოლენს დახურულ ყუთში აივანზე ან საკუჭნაოში ვინახავ. მთავარია, რომ მზის პირდაპირი სხივები არ მოხვდეს. მაცივარში 2–3 კვირა შეგიძლიათ შეინახოთ. ამ დროში შტოლენი „დამწიფდება“, ლიმონჩელოს და ფორთოხლის წვენის არომატებით გაიჟღინთება და უფრო გემრიელი გახდება.

რჩევა: ცომს ნუშის ფქვილი აუცილებლად დაუმატეთ. მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ, მაგრამ ნუშის კაკლის დაფქვით უფრო იაფად გამოხვალთ.

საშობაო და საახალწლო მყუდრო ოჯახურ საღამოს ხაჭოს შტოლენი განუმეორებელ გემოსა და არომატებში გაგახვევთ!