სტაფილოს ტკბილი ფუნთუშები ტაფაზე

723

არაჯანსაღი საკვები შეგვიძლია ვაქციოთ მეტად ჯანსაღად თუ ცხიმიან ფუნთუშებში, სასარგებლო ბოსტნეულის შიგთავსს მოვათავსებთ.

მე ეს კერძი გავაუმჯობესე და დღეს დიდიი სიამაყით გაგიზიარებთ რეცეპტს!

ინგრედიენტები

  • კვერცხი 1 ცალი
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • არაჟანი 2 სუფრის კოვზი
  • კეფირი 500მლ
  • სოდა 1 ჩაის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 600გ
  • სტაფილო 400გ
  • შაქარი 2 სუფრის კოვზი
  • ვაშლი 2 ცალი
  • ნიგოზი 200გ
  • ლიმონის წვენი 2-3 სუფრის კოვზი
  • კარაქი 20გ
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ ცომი. ამისათვის ღრმა ჯამში მოათავსეთ კვერცხი, 0,5 ჩაის კოვზი მარილი, არაჟანი და კეფირი. მოურიეთ.

2.ფქვილი და სოდა დაუმატეთ თხევად მასას. თუ ცომი ძალიან თხელი გამოვა, მაშინ შეგიძლიათ მოაყაროთ დამატებით 100გ ფქვილი. მოზილეთ რბილი ცომი, ოდნავ წებოვანი.

3.დაელოდეთ ამოფუებას 20 წუთი. დაიწყეთ შიგთავსის მზადება.

4.გახეხეთ ბოსტნეული მსხვილად. ტაფაზე გაალღვეთ კარაქი. დაუმატეთ სტაფილო და შაქარი. მოთუშეთ.

5.ამასობაში დააქუცმაცეთ ნიგოზი, ვაშლი გახეხეთ. ორივე ინგრედიენტი დაუმატეთ ტაფაზე არსებულ მასას. მოასხით ლიმონს წვენი და მოაყარეთ მარილი.

6.მოურიეთ და 2 წუთის შემდეგ გადმოიტანეთ ცეცხლიდან. დაელოდეთ გაგრილებას. ამასობაში სამუშაო მაგიდაზე მოაპნიეთ ფქვილი და დაიწყეთ ცომი დამუშავება.

7.ცომი გაყავით 25-30 ნაწილად. თითოეულ ნაწილს მიეცით ფუნთუშის ფორმა და ამოავსეთ შიგთავსით. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი.

8.შეწვით ფუნთუშები დაბალ ცეცხლზე.

გემრიელად მიირთვით!